„რუსთავის აზოტი ინდორამაში” ჯანსაღი, უსაფრთხო და მოწევისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს კამპანია ჩატარდა

ჯანსაღი, უსაფრთხო და მოწევისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს ხელშესაწყობად აგვისტოში „რუსთავის აზოტი ინდორამაში” კამპანია მიმდინარეობდა. კამპანიის ფარგლებში ყოველდღიურად ვრცელდებოდა საინფორმაციო მიმართვები მოწევასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების შესახებ, ადგილი ჰქონდა სიგარეტების ნებაყოფლობით შეგროვებას ხოლო თანამშრომლებს ჯანსაღი არჩევანის წასახალისებლად ურიგდებოდათ ვარდები და ტკბილეული. დახურვის ღონისძიებაზე კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან ერთად სიმბოლურად გაანადგურეს შეგროვებული სიგარეტები, რითაც ხაზი გაესვა […]
“რუსთავის აზოტი ინდორამაში” დამფუძნებლის დღე აღინიშნა

On August 11, we joined the entire Indorama family in celebrating the birthday of our beloved Chairman, Mr. S. P. Lohia. 🎉Once again, we wish you, Mr. S. P. Lohia, great health, happiness, and continued success. Thank you for your inspiring leadership, vision, and guidance that continue to unite and inspire the entire Indorama family.
დამფუძნებლის კვირეულის დასასრულს „რუსთავის აზოტი ინდორამაში“ იოგისა და მედიტაციის სესია გაიმართა

დამფუძნებლის კვირეულის დასასრულს „რუსთავის აზოტი ინდორამაში“ კიდევ ერთი განსხვავებული და საინტერესო სესია გაიმართა, რომელიც იოგისა და მედიტაციის ელემენტებს აერთიანებდა. ყოველდღიურ, განსაკუთრებით კი დატვირთულ სამუშაო გარემოში, მნიშვნელოვანია ზოგჯერ შეჩერება, ყურადღების საკუთარ თავზე გადატანა და ენერგიის აღდგენა. სწორედ ამ იდეით შეიქმნა სესია , რომ ყოველდღიური სამუშაო რიტმის პარალელურად ყურადღება საკუთარ კეთილდღეობაზე, შინაგან ბალანსსა და ენერგიის აღდგენაზეც გაგვემახვილებინა.“
საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2026 წლის აგვისტოს თვის ანგარიში

2026 წლის აგვისტოს თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 16 განცხადება. 13 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო დანარჩენი 3 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ეკონომიკის სამმართველოს ეკონომისტს გაეწია დახმარება 1247 ლარის ოდენობით მკერდის ადენოკარცინომის კვლევების ჩასატარებლად, აირმაშველი სამსახურის აირმაშველს გაეწია დახმარება 510 ლარი ოდენობით საზარდულის თიაქარის ოპერაციის გამო, ავტოსატრანსპორტო […]
„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ დამფუძნებლის კვირეულის ფარგლებში, თანამშრომლებს შორის კრიკეტის მატჩი გაიმართა

„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ დამფუძნებლის კვირეული კიდევ ერთი საინტერესო აქტივობით გაგრძელდა: კომპანიის თანამშრომლებს შორის კრიკეტის მეგობრული მატჩი გაიმართა. მატჩთან ერთად, ქართველ კოლეგებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაცნობოდნენ კრიკეტს — სპორტის სახეობას, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ ნაკლებადაა გავრცელებული, თუმცა ინდოეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, კრიკეტის მასტერკლასებიც ჩატარდა, რის შემდეგაც მსურველებმა თავადაც მოსინჯეს ძალები თამაშში. აქტივობამ ერთმანეთთან დააკავშირა […]
„რუსთავის აზოტ ინდორამაში“ ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

6 აგვისტოს „რუსთავის აზოტ ინდორამაში“ ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი საღამო – „სოფიკო. უცნობი ისტორიები“ გაიმართა, რომელიც მსახიობის გამორჩეულ შემოქმედებით გზას, მის ცხოვრებასა და ინდოეთთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ მოგონებებს მიეძღვნა.საღამო საქართველო-ინდოეთის კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების პალატასთან თანამშრომლობით დამფუძნებლის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო უნიკალური, აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოფენა 1980 წლის ფილმის „ალი-ბაბა […]
“რუსთავის აზოტი ინდორამამ” და რაგბის კლუბმა „რუსთავის ხარებმა” თანამშრომლობის ხელშეკრულება განაახლეს

“რუსთავის აზოტი ინდორამამ” და რაგბის კლუბმა „რუსთავის ხარებმა”, დამფუძნებლის კვირეულის ფარგლებში, თანამშრომლობის ხელშეკრულება განაახლეს.უკვე მესამე წელია, რაც რუსთავის აზოტი ინდორამა მხარს უჭერს „რუსთავის ხარებს” და ხელს უწყობს კლუბის განვითარებას. თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას და მომავალი თაობის რაგბისტების აღზრდას.დიდი მადლობა „რუსთავის ხარებს” ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ ტრადიციულად ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა

„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ ტრადიციულად ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც კომპანიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი დამფუძნებლის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.დაძაბული და საინტერესო პარტიების შედეგად საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:ჩემპიონი — ლია სიხარულიძე (ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილება)მეორე ადგილი — თემურ ბლიაძე (მომარაგების განყოფილება)მესამე ადგილი — იგორ მიქაუტაძე (ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება)ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა […]
რუსთავის აზოტი ინდორამას გენერალური სპონსორობით, რუსთავში „ოქსიგენ ფესტი 2026“ გაიმართა.

11–12 ივლისს რუსთავის აზოტი ინდორამას გენერალური სპონსორობით, რუსთავში „ოქსიგენ ფესტი 2026“ გაიმართა.ორდღიანი ფესტივალი ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე 213-მა წარმატებულმა ახალგაზრდამ გაიარა, რომლებსაც რუსთავის მერიისა და ღონისძიების სპონსორებისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.რუსთავის აზოტი ინდორამას გენერალურმა დირექტორმა, ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ, ხუთ მედალოსანს საჩუქრად Apple-ის iPad-ები გადასცა.ფესტივალის მეორე დღე ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტით […]
“რუსთავის აზოტი ინდორამა”-ში შემეცნებითი ვორქშოპი „სხვადასხვა სამყარო – ერთი გუნდი“ ჩატარდა

8 ივლისს კომპანიაში რუსთავის აზოტი ინდორამა გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი ვორქშოპი „სხვადასხვა სამყარო – ერთი გუნდი“, რომელსაც ქართველი ლექტორი, ფასილიტატორი და საჯარო სპიკერი, ანდრო დგებუაძე უძღვებოდა.ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებული პერსპექტივებისა და საერთო ღირებულებების მნიშვნელობაზე თანამედროვე სამუშაო გარემოში. პირად გამოცდილებასა და რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით, მომხსენებელმა მონაწილეებს გაუზიარა საინტერესო ხედვები ადამიანებზე, კულტურასა და თანამედროვე […]