ჩვენ შესახებ
ვინ ვართ ჩვენ?
2023 წლიდან "რუსთავის აზოტი" კორპორაცია "ინდორამას" ნაწილი გახდა. კორპორაცია ინდორამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მასალების გლობალური მწარმოებელია, რომელიც მოიცავს მინერალურ სასუქებს, პოლიმერებს, ბოჭკოებს, ძაფებს და სამედიცინო ხელთათმანებს. კორპორაცია ინდორამას წარმოების ობიექტების ქსელი საფუძველია ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდებისა და უკეთესი ცხოვრების ფორმირებისთვის მთელს მსოფლიოში. კორპორაცია ინდორამას დაუღალავი მისწრაფება
სრულყოფილებისა და მდგრადი განვითარებისკენ, მომხმარებლების ცვალებადი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. ამასთან მინიმუმამდე ამცირებს კომპანიის ზემოქმედებას გარემოზე და
აძლიერებს საზოგადოებას რომელთანაც იგი ურთიერთთანამშრომლობს
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს ამიერკავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოს. "რუსთავის აზოტს" მყარი პოზიციები უჭირავს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე საწარმო, სტაბილურობისა და ხარისხის გარანტიაა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის.
დღეისათვის, "რუსთავის აზოტი" სიდიდით საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო საწარმოა, სადაც დასაქმებულია 2 ათასზე მეტი თანამშრომელი.
როდის დავიწყეთ?
- 1956 წლის 27 თებერვალი -„რუსთავის აზოტის" დაბადების დღე (ამ დღეს ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით პირველად მოხდა ამიაკის წარმოება).
- 1947 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება "რუსთავის აზოტის", როგორც წარმოების, ამოქმედების შესახებ. მეტალურგიული ქარხნის პროდუქციის – კოქსის აირის არსებობის საფუძველზე.
- 1955 წლის აპრილი - აზოტოვანი სასუქების ქარხანაში შეტანილ ნედლეულზე დაიწყო გაშვებითი სამუშაოები.
- 1957 წლის 31 დეკემბერი - ახალი სიმძლავრეების ათვისების საფუძველზე, კალიუმის პერმანგანატის საამქრო ამოქმედდა, რომლის საწარმოო მეთოდის შემუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ.
- 1960 წლის სექტემბერი - რუსთაველმა ქიმიკოსებმა, საწარმოო ციკლი ბუნებრივ აირზე გადაიყვანეს, რის შედეგადაც საჭირო აღარ იყო მეტალურგიული ქარხნის კოქსის აირის გამოყენება.
- 1961 წელს ამოქმედდა სუსტი აზოტმჟავას საამქრო.
- 1963 წლის 22 ოქტომბერი - ფენოლური სქემით პირველი პროდუქცია გამოუშვა კაპროლაქტამის წარმოებამ.
- 1967 წლის ოქტომბერი - დაიწყო სრულიად ახალი პროდუქტის - ციანმარილების წარმოება, პირველ ეტაპზე ტექნიკური სახით.
- 1973 წლის დეკემბერი - დაიწყო სუფთა ციანმარილების სახით წარმოება.
- 1979-81 წლები - ექსპლუატაციაში შევიდა ამიაკის სინთეზის ორი მსხვილი აგრეგატი, რომელთა წარმადობა ორჯერ აღემატებოდა არსებულს. წარმოება აზოტმჟავასა და გვარჯილის სრულიად ახალ სიმძლავრეებზე გავიდა.
- 1985 წელი - მწყობრში ჩადგა კაპროლაქტამის წარმოების მეორე რიგის საამქროები.
- 1991 წლის თებერვალი - „რუსთავის აზოტმა" გამოუშვა ფანქრებისა და ტუჩსაცხის კოსმეტიკური პროდუქცია.
რატომ უნდა გვეთანამშრომლოთ?
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს ქიმიურ საწარმოს, რომელიც გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, კომპანიამ ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საიმედო პარტნიორმა. ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებით ჩვენ მუდმივად ვაფართოვებთ ჩვენი საქმიანობის გეოგრაფიას.
სს "რუსთავის აზოტის" უპირატესობა ბაზარზე ხასიათდება, რამოდენიმე ფაქტორით:
- გამორჩეული გამოცდილების მქონე, ძლიერი მმართველი გუნდი.
- "რუსთავის აზოტი" მდებარეობს ქალაქ რუსთავში (სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში). ქარხანას აქვს შესანიშნავი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და პროდუქციის ექსპორტირების შესაძლებლობა. (რუსთავი-გარდაბანი-თბილისი-აზერბაიჯანი-სომხეთის რკინიგზა და შავი ზღვის, ბათუმისა და ფოთის პორტები).
- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალური საერთაშორისო საგადასახადო შეღავათები ჩვენს პროდუქციაზე.
- თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მიღებული მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება.
- ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებისა და შეხედულებებისადმი.
- "რუსთავის აზოტი" მუშაობს საერთაშორისო რეგულაციების, ნორმების სრული დაცვით.
- კომპანიის მენეჯმენტი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს, როგორც გარემოს, ასევე თანამშრომლების უსაფრთხოებას.
- კომპანიას გააჩნია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გარემოს დაცვის პროგრამა და წარმოების პირობები ყოველთვის შესაბამისობაშია დადგენილ ნორმებთან, კომპანია ცდილობს გააუმჯობესოს დადგენილი ნორმები.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენთან ურთიერთნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
წარმოება
"რუსთავის აზოტი" უდიდესი სამრეწველო საწარმოა საქართველოში და ამონიუმის გვარჯილის ძირითადი მწარმოებელი სამხრეთ კავკასიაში.
რუსთავის „აზოტს" უჭირავს მყარი პოზიციები შიდა და მსოფლიო ბაზარზე. საწარმოს სპეციალიზაცია არის მინერალური სასუქების, ასევე ამიაკის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავას, ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება.
საპროექტო საწარმოო სიმძლავრეები:
ამიაკი (1 აგრეგატი AM-600) – 200 000 ტნ/წ აზოტმჟავა - 372 000 ტნ/წ ამონიუმის გვარჯილა - 450 000 ტნ/წ ამონიუმის სულფატი - 140 000 ტნ/წ ნატრიუმის ციანიდი - 11 655 ტნ/წ თხევადი ჟანგბადი - 12 800 ტნ/წ თხევადი აზოტი - 12 800 ტნ/წ~ მშრალი ყინული - 2 000 ტნ/წ ნახშირორჟანგი - 3 000 ტნ/წ შაბიამანი - 500 ტნ/წ
მენეჯმენტი
ჯეი პრაკაშ ჯაჯუ
გენერალური დირექტორი
ლევან ბურდილაძე
ინდორამა კავკასიის დირექტორი
სანჯაი ბანსალი
მთავარი ტექნიკური წარმომადგენელი