რუსთავის აზოტი ინდორამას გენერალური სპონსორობით, რუსთავში „ოქსიგენ ფესტი 2026“ გაიმართა.

მთავარი / სიახლეები
11–12 ივლისს რუსთავის აზოტი ინდორამას გენერალური სპონსორობით, რუსთავში „ოქსიგენ ფესტი 2026“ გაიმართა.
ორდღიანი ფესტივალი ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე 213-მა წარმატებულმა ახალგაზრდამ გაიარა, რომლებსაც რუსთავის მერიისა და ღონისძიების სპონსორებისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
რუსთავის აზოტი ინდორამას გენერალურმა დირექტორმა, ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ, ხუთ მედალოსანს საჩუქრად Apple-ის iPad-ები გადასცა.
ფესტივალის მეორე დღე ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტით გამოირჩეოდა — „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა 25 წლის რუსთაველ თორნიკე სიუკაევსა და მის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა. თორნიკე სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში გაიზარდა. სისტემის დატოვების შემდეგ, არაერთი სირთულის მიუხედავად, მან შეძლო პროფესიის დაუფლება, შექმნა ოჯახი და საკუთარი მომავლის შენება დაიწყო.
„ოქსიგენ ფესტი“ რუსთავში უკვე მეხუთედ გაიმართა. რუსთავის აზოტი ინდორამასთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც აერთიანებს საზოგადოებას, ხელს უწყობს ახალგაზრდების მიღწევების აღიარებას და მუსიკის საშუალებით ადამიანებისთვის საერთო ემოციებისა და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნას. მოხარულები ვართ, რომ ამ განსაკუთრებული ფესტივალის განხორციელებაში კიდევ ერთხელ მივიღეთ მონაწილეობა და რუსთაველებთან ერთად კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ისტორია შევქმენით.

ივლისი 14, 2026

რუსთავის აზოტი ინდორამას გენერალური სპონსორობით, რუსთავში „ოქსიგენ ფესტი 2026“ გაიმართა.