„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ ტრადიციულად ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა

მთავარი / სიახლეები

„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ ტრადიციულად ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც კომპანიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი დამფუძნებლის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
დაძაბული და საინტერესო პარტიების შედეგად საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
ჩემპიონი — ლია სიხარულიძე (ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილება)
მეორე ადგილი — თემურ ბლიაძე (მომარაგების განყოფილება)
მესამე ადგილი — იგორ მიქაუტაძე (ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება)
ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიურობისა და ღირსეული ასპარეზობისთვის!

აგვისტო 4, 2026

„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ ტრადიციულად ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა