„რუსთავის აზოტ ინდორამაში“ ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

მთავარი / სიახლეები

6 აგვისტოს „რუსთავის აზოტ ინდორამაში“ ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი საღამო – „სოფიკო. უცნობი ისტორიები“ გაიმართა, რომელიც მსახიობის გამორჩეულ შემოქმედებით გზას, მის ცხოვრებასა და ინდოეთთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ მოგონებებს მიეძღვნა.
საღამო საქართველო-ინდოეთის კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების პალატასთან თანამშრომლობით დამფუძნებლის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო უნიკალური, აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოფენა 1980 წლის ფილმის „ალი-ბაბა და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი“ გადასაღები მოედნიდან. სწორედ ამ ფილმში სოფიკო ჭიაურელი ინდური კინოს ვარსკვლავებთან — დჰარმენდრასთან, ჰემა მალინისთან და ზინათ ამანთან ერთად მონაწილეობდა. ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის „სოფიკო“ ჩვენება, რომელმაც დამსწრეებს კიდევ ერთხელ გაახსენა დიდი მსახიობის უნიკალური შემოქმედებითი სამყარო და გამორჩეული პიროვნება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სტუმრები: ცნობილი ქართველი მსახიობი და სოფიკო ჭიაურელის უახლოესი მეგობარი ასმათ ტყაბლაძე და ცნობილი ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.
საღამოს სიმბოლური და ემოციური დასასრული ტრადიციული ინდური ცეკვა გახდა.
მადლობას ვუხდით საქართველო-ინდოეთის კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების პალატას თანამშრომლობისთვის, ღონისძიების ყველა მონაწილეს, მოწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას ამ განსაკუთრებულ საღამოში მონაწილეობისათვის.

აგვისტო 10, 2026

„რუსთავის აზოტ ინდორამაში“ ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

უახლესი ამბები