ვინ ვართ ჩვენ?
2023 წლიდან რუსთავის აზოტი კორპორაცია ინდორამას ნაწილია. კორპორაცია ინდორამა სასიცოცხლო მნიშვნელობის მასალების გლობალური მწარმოებელია, რომელიც მოიცავს მინერალურ სასუქებს, პოლიმერებს, ბოჭკოებს, ძაფებს და სამედიცინო ხელთათმანებს. კორპორაცია ინდორამას საწარმოო ქსელი მთელ მსოფლიოში წარმოადგენს ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდებისა და უკეთესი ცხოვრების ფორმირების საფუძველს. კორპორაცია ინდორამა მუდმივად ისწრაფვის სრულყოფილებისა და მდგრადი განვითარებისკენ, მინიმუმამდე ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და აძლიერებს საზოგადოებებს, რომელთანაც თანამშრომლობს.
სს "რუსთავის აზოტი“ წარმოადგენს უდიდეს ქიმიურ საწარმოს ინდუსტრიული ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების წარმოებაში კავკასიაში. სს "რუსთავის აზოტი“ მყარ პოზიციებს იკავებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე საწარმო, სტაბილურობისა და ხარისხის გარანტიაა მრავალი ქვეყნისთვის.
დღეისათვის "რუსთავის აზოტი“ ერთ-ერთი წამყვანი სამრეწველო საწარმოა საქართველოში, სადაც დასაქმებულია 2 ათასზე მეტი ადამიანი.
საუკეთესო ხარისხი
ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, რომელიც დამზადებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
გამოცდილება
ჩვენ გვყავს მრავალწლიანი გამოცდილება მომხმარებლისთვის ყველაზე ღირებული პროდუქტების შექმნაში
კვლევა და განვითარება
ჩვენ ვცდილობთ მოვიზიდოთ საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც აკმაყოფილებენ კვლევისა და განვითარების სფეროში არსებულ სტანდარტებს.
იხილეთ ჩვენი პროდუქცია
აგროქიმია
ინდუსტრიული ქიმია
სამთო ქიმია
გაეცანით სიახლეებს
რატომ უნდა გვეთანამშრომლოთ?
სს “რუსთავის აზოტი” წარმოადგენს ქიმიურ საწარმოს, რომელიც გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, კომპანიამ ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საიმედო პარტნიორმა. ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებით ჩვენ მუდმივად ვაფართოვებთ ჩვენი საქმიანობის გეოგრაფიას.
სს „რუსთავის აზოტის” უპირატესობა ბაზარზე ხასიათდება, რამოდენიმე ფაქტორით:
- გამორჩეული გამოცდილების მქონე, ძლიერი მმართველი გუნდი.
- ტერიტორიული მდებარეობა ხელსაყრელია მსოფლიოს ყველა რეგიონისთვის. განსაკუთრებული სტრატეგიული მდებარეობა ძირითად სატრანსპორტო მარშუტებთან: რკინიგზა და შავი ზღვის პორტი.
- სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალური საერთაშორისო საგადასახადო შეღავათები ჩვენს პროდუქციაზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენთან ურთიერთნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
- ამონიუმის გვარჯილის სწორი გამოყენების შედეგად ბოსტნეულის მოსავალი შეიძლება 2–3-ჯერ გაიზარდოს.
- რეკომენდაცია ბოსტნეულის უხვი მოსავლიანობისთვის
- აზოტის ნაკლებობის შემთხვევაში მცირდება მოსავლიანობა და ხარისხი, იწვევს მოუმწიფებლობას, ფოთლების ნაადრევ გახმობას და მცენარის იმუნიტეტის დაქვეითებას.
- რეკომენდაცია კარტოფილის უხვი მოსავლიანობისთვის
- ამონიუმის გვარჯილის შეტანის წელს სიმინდის მოსავლიანობა ჰექტარზე 10,7 ცენტნერით იზრდება.
- რეკომენდაცია სიმინდის უხვი მოსავლიანობისთვის





