“რუსთავის აზოტი ინდორამა”-ში შემეცნებითი ვორქშოპი „სხვადასხვა სამყარო – ერთი გუნდი“ ჩატარდა

მთავარი / სიახლეები

8 ივლისს კომპანიაში რუსთავის აზოტი ინდორამა გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი ვორქშოპი „სხვადასხვა სამყარო – ერთი გუნდი“, რომელსაც ქართველი ლექტორი, ფასილიტატორი და საჯარო სპიკერი, ანდრო დგებუაძე უძღვებოდა.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებული პერსპექტივებისა და საერთო ღირებულებების მნიშვნელობაზე თანამედროვე სამუშაო გარემოში. პირად გამოცდილებასა და რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით, მომხსენებელმა მონაწილეებს გაუზიარა საინტერესო ხედვები ადამიანებზე, კულტურასა და თანამედროვე სამყაროზე, რამაც დისკუსიასა და გამოცდილების გაცვლას შეუწყო ხელი.
ვორქშოპის ფორმატმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, ჩართულიყვნენ ღია დიალოგში, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და აღმოეჩინათ ახალი პერსპექტივები, რაც ხელს უწყობს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
მადლობას ვუხდით ბატონ ანდრო დგებუაძეს საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრისთვის, ხოლო ყველა მონაწილეს – აქტიური ჩართულობისთვის.

ივლისი 10, 2026

“რუსთავის აზოტი ინდორამა”-ში შემეცნებითი ვორქშოპი „სხვადასხვა სამყარო – ერთი გუნდი“ ჩატარდა