ჯანსაღი, უსაფრთხო და მოწევისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს ხელშესაწყობად აგვისტოში „რუსთავის აზოტი ინდორამაში” კამპანია მიმდინარეობდა.
კამპანიის ფარგლებში ყოველდღიურად ვრცელდებოდა საინფორმაციო მიმართვები მოწევასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების შესახებ, ადგილი ჰქონდა სიგარეტების ნებაყოფლობით შეგროვებას ხოლო თანამშრომლებს ჯანსაღი არჩევანის წასახალისებლად ურიგდებოდათ ვარდები და ტკბილეული.
დახურვის ღონისძიებაზე კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან ერთად სიმბოლურად გაანადგურეს შეგროვებული სიგარეტები, რითაც ხაზი გაესვა მოწევისგან თავისუფალი სამუშაო სივრცის პრინციპის მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიზანს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვა, ხანძართან დაკავშირებული რისკების შემცირება და ზოგადად, კომპანიაში უსაფრთხოების კულტურის განმტკიცება წარმოადგენდა.