დამფუძნებლის კვირეულის დასასრულს „რუსთავის აზოტი ინდორამაში“ კიდევ ერთი განსხვავებული და საინტერესო სესია გაიმართა, რომელიც იოგისა და მედიტაციის ელემენტებს აერთიანებდა.
ყოველდღიურ, განსაკუთრებით კი დატვირთულ სამუშაო გარემოში, მნიშვნელოვანია ზოგჯერ შეჩერება, ყურადღების საკუთარ თავზე გადატანა და ენერგიის აღდგენა. სწორედ ამ იდეით შეიქმნა სესია , რომ ყოველდღიური სამუშაო რიტმის პარალელურად ყურადღება საკუთარ კეთილდღეობაზე, შინაგან ბალანსსა და ენერგიის აღდგენაზეც გაგვემახვილებინა.“