„რუსთავის აზოტი ინდორამა“და „სიქა“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

„რუსთავის აზოტი ინდორამა“და „სიქა“ (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში „რუსთავის აზოტი ინდორამ“ ხელს შეუწყობს რუსთაველ სკოლის მოსწავლეებს განივითარონ სამეწარმეო უნარები და მონაწილეობა მიიღონ დელავერის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში – „ბრილიანტის გამოწვევა“. პროგრამას საქართველოში ახორციელებენ „სიქა“ და განათლებისა და მართვის გუნდი. „რუსთავის აზოტი“ უმასპინძლებს მენტორთა მომზადების ტრენინგს და ორდღიან ჰაკათონს – „ბრილიანტის […]

“რუსთავის აზოტი ინდორამას” აზიის განვითარების ბანკის (ADB) გენდერის მიმართულების სპეციალისტები ეწვივნენ

სტუმრები გაეცნენ როგორც კომპანიაში ქალთა ჩართულობისა და გაძლიერების კუთხით მიმდინარე სამუშაოებს, ისე ფერმერი ქალების გამოწვევებს საქართველოში. ✅ ფერმერ ქალებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფერმერ ქალთა ასოციაციისა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სირთულეების განხილვას, რომელთა წინაშეც დგანან ფერმერი ქალები საქმიანობის პროცესში, ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს და საპასუხო ქმედებების განხორციელების აუცილებლობას. […]

საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2025 წლის სექტემბრის თვის ანგარიში

2025 წლის სექტემბრის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 12 განცხადება. 8 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 4 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: მოწყობილობათა დიაგნოსტიკის სპეციალისტს გაეწია დახმარება 1307 ლარის ოდენობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ, ეკონომიკის სამმართველოს შრომის ინჟინერს გაეწია დახმარება 530 ლარის ოდენობით ჩიყვის და დიაბეტის სამკურნალოდ, სსსს-ს დურგალს […]

„რუსთავის აზოტი ინდორამას” მხარდაჭერით კომპანია Block Energy plc-მ განახორციელა CO₂ (ნახშირორჟანგის) მინერალიზაციის საპილოტე პროექტი

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პირველად საქართველოში „რუსთავის აზოტი ინდორამას” მხარდაჭერით კომპანია Block Energy plc-მ განახორციელა CO₂ (ნახშირორჟანგის) მინერალიზაციის საპილოტე პროექტი. სატესტო პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს პატარძეულში, კახეთის რეგიონში დაესწრნენ კორპორაცია ინდორამას დირექტორი ბატონი პრაკაშ კეჯრივალი, რუსთავის აზოტი ინდორამას გენერალური დირექტორი და სხვა ხელმძღვანელი პირები. საპილოტე პროექტმა აჩვენა, რომ CO₂-ის (ნახშირორჟანგის) უსაფრთხო ინექცია მიწის ქვეშ და მყარ […]

“რუსთავი აზოტი ინდორამამ” მონაწილეობა მიიღო ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე – Agro Food Expo Georgia 2025

28-29 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე  Agro Food Expo Georgia 2025, “რუსთავის აზოტი ინდორამამ” საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინა. ჩვენს საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებსა და ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ: • დეტალურად გაცნობოდნენ კომპანიის მიერ წარმოებულ მაღალი ხარისხის სასუქებს; • ადგილზე გაევლოთ პროფესიონალური კონსულტაცია ჩვენს აგრონომთან; • მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ ხარისხის მართვის განყოფილების სპეციალისტებისგან. […]

“რუსთავის აზოტი ინდორამას” მხარდაჭერით რუსთავის ტბაზე, თევზჭერის მორიგი ტურნირი გაიმართა ბავშვებისთვის

“რუსთავის აზოტი ინდორამას” მხარდაჭერით საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციამ რუსთავის ტბაზე მორიგი ტურნირი გამართა ბავშვებისთვის, სადაც პატარა მეთევზეებმა დაიჭირე გაუშვის პრინციპით იასპარეზეს. განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტურნირში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი თანამშრომლების შვილები, რომლებმაც სპორტული ჟინი და სიხარული თანატოლებთან ერთად გაიზიარეს. ჩვენთვის უკვე ტრადიციად იქცა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობების მხარდაჭერა. მსგავსი დღეები მაგალითია, თუ […]

საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2025 წლის აგვისტოს თვის ანგარიში

2025 წლის აგვისტოს თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. 14 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 3 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: სსს საამქროდან შემოვიდა 2 განცხადება, ერთ-ერთ თანამშრომელს ნაწლავის კიბოს დიაგნოზის გამო დავეხმარეთ 1000 ლარის ოდენობით, მეორეს, მშენებელს, გაუწიეთ დახმარება 1147 ლარის ოდენობით კატარაქტის ოპერაციის დაფინანსებისათვის, გვარჯილის […]

„რუსთავის აზოტ ინდორამასა“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას

გაცნობებთ, რომ „რუსთავის აზოტ ინდორამას“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD)  შორის ხელი მოეწერა 65 მილიონიან აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულებას, რაც წარმოადგენს ახალ სტრატეგიულ ინვესტიციას რუსთავის აზოტის გაფართოების და მოდერნიზაციისთვის. კერძოდ, აშენება უახლესი სტანდარტების დაბალი სიმკვრივის ამონიუმის გვარჯილის (LDAN) საწარმო და განხორციელდება არსებული საწარმოო ხაზების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. აღნიშნული პარტნიორობა „რუსთავის აზოტ ინდორამას“ საშუალებას აძლევს […]

საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2025 წლის ივლისის თვის ანგარიში

2025 წლის ივლისის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 19 განცხადება. 11 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 8 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: სიცივის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 2468 ლარის ოდენობით თითის ამპუტაციის თანადაფინანსებისათვის, საშვთა რეჟიმის კონტროლიორს გაეწია დახმარება 423 ლარის ოდენობით გულის სტენტირების ჩასატარებლად, საპროექტო განყოფილების კონსტრუქტორს გაეწია […]

რუსთავის აზოტი ინდორამა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებულ გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

რუსთავის აზოტი ინდორამა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებულ გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს კომპანიას  წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. ♻️გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში წევრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსთავის აზოტი ინდორამა დიდი მნიშვნელობას ანიჭებს გარემოზე ზრუნვის, სოციალური პასუხისმგებლობისა და ეფექტური კორპორაციული მმართველობის (ESG) პრინციპებს და ცდილობს მაქსიმალურად განახორციელოს ინიციატივები, რომლებიც შეესაბამება გლობალურ […]