საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბატონ ამიტ ლოჰიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ Indorama Corporation-ის ვიცე-თავმჯდომარეს, ბატონ ამიტ ლოჰიას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო Indorama-ს მიერ რუსთავის აზოტ ინდორამაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები, საწარმოს განვითარების მიმდინარე პროცესი და სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები. შეხვედრის დროს ასევე ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.

რუსთავის აზოტს ბატონი ამიტ ლოჰია — Indorama Corporation-ის ვიცე-თავმჯდომარე ესტუმრა

ვიზიტის ფარგლებში ბატონმა ლოჰიამ დაათვალიერა საწარმოს ტერიტორია, გაეცნო ტექნოლოგიურ ცვლილებებს და ეწვია ახლად განახლებულ ადმინისტრაციულ შენობას — რაც კომპანიის უწყვეტი განვითარების და მოდერნიზაციის პროცესის ერთ-ერთი სიმბოლოა.

რუსთავის აზოტი ინდორამა შესაბამისობაშია ციანიდის მართვის საერთაშორისო კოდექსთან

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ რუსთავის აზოტი ინდორამა შესაბამისობაშია ციანიდის მართვის საერთაშორისო კოდექსთან  (Cyanide Code) და სერტიფიცირებულია ციანიდის საერთაშორისო მართვის ინსტიტუტის (ICMI) მიერ. ეს მნიშვნელოვანი აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ნატრიუმის ციანიდის უსაფრთხო, მდგრადი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი წარმოების მიმართ; ასევე, ადასტურებს ჩვენს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან  და საუკეთესო პრაქტიკებთან. 🔗 ICMI-ის ოფიციალურ განცხადებას შეგიძლიათ […]

„რუსთავის აზოტი ინდორამა“ British Safety Council-ის წევრი ოფიციალურად გახდა!

მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ „რუსთავის აზოტი ინდორამა“ ოფიციალურად გახდა British Safety Council-ის წევრი! ეს სერთიფიკატი ადასტურებს ჩვენს ერთგულებას შრომის უსაფრთხოების მიმართ და მუდმივ სურვილს, დავიცვათ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.

“რუსთავის აზოტი ინდორამას” მხარდაჭერით ფესტივალი OXYGEN 2025 ჩატარდა

რუსთავის აზოტი ინდორამას მხარდაჭერით, 5–6 ივლისს რუსთავმა მუსიკალურ-შემოქმედებით ფესტივალს OXYGEN 2025 უმასპინძლა. პირველი დღე მიეძღვნა რუსთავის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებას. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ, სამ კურსდამთავრებულს  პირადად გადასცა საჩუქრად სმარტ-საათები – Apple Watch. დაჯილდოების შემდეგ სცენა დაეთმო კონცერტს. „რუსთავის აზოტი ინდორამასთვის“ ახალგაზრდობის, განათლებისა და ქალაქის კულტურული განვითარების მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია.

„რუსთავის აზოტი ინდორამა“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „რუსთავის აზოტი ინდორამა“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს (UN Global Compact Network Georgia) შეუერთდა — მსოფლიოში უმსხვილეს კორპორაციულ ინიციატივას მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი კომპანიის ერთგულებას გარემოზე ზრუნვის, სოციალური პასუხისმგებლობისა და ეფექტური კორპორაციული მმართველობის (ESG) პრინციპებისადმი. აღსანიშნავია, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელში გაწევრიანება ჩვენს გუნდს მისცემს […]

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავით სონღულაშვილი „რუსთავის აზოტ ინდორამას“ ეწვია

მინისტრი ადგილზე გაეცნო საწარმოში მიმდინარე გარემოსდაცვით და ტექნოლოგიურ ცვლილებებს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა დაათვალიერა საკვანძო ობიექტები, მათ შორის – განახლებული აზოტმჟავას საამქრო, ციანმარილების წარმოებაში არსებული ჩამდინარე წყლების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა, და კონდენსაციური ტიპის ელექტროსადგური. აღნიშნული განახლებები წარმოადგენს კომპანიის ფართომასშტაბიანი ინიციატივების ნაწილს, რომელიც მიმართულია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებისა  და ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან საწარმო ჩართულია გაფრქვევების […]

რუსთავის აზოტი ინდორამა“ მხარს უჭერს რაგბის კლუბს – „რუსთავის ხარები“

უკვე მეორე წელია, რაც „რუსთავის აზოტი ინდორამა“ მხარს უჭერს ქალაქ რუსთავის რაგბის კლუბს — „რუსთავის ხარები“. ▪︎ 25 ივნისს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დავადასტუროთ კომპანიის მხარდაჭერა ახალგაზრდობის, რაგბის, და ზოგადად ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების წესის მიმართ. ▪︎ წარმატებებს ვუსურვებთ რუსთაველ რაგბისტებს როგორც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე!   […]

საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2025 წლის ივნისის თვის ანგარიში

2025 წლის ივნისის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 18 განცხადება. 13 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 5 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: წყალმომარაგების მეაპარატეს გაეწია დახმარება 540 ლარის ოდენობით ფარისებრი ჯირკვლის ნეოპლაზიის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს მტვირთავს დავეხმარეთ 3000 ლარით თვალის ოპერაციის ჩასატარებლად, მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება […]

რუსთავის აზოტი ინდორამამ ბავშვთა საერთაშორისო დღე აღნიშნა

ბავშვთა დღის აღსანიშნავად რუსთავის აზოტ ინდორამაში დღესასწაული მოეწყო. გვჯერა, რომ ფერებით, სიურპრიზებითა და მხიარული აქტივობებით სავსე დღემ ჩვენი გუნდის პატარა წევრები გაახარა და გაამხიარულა!