რუსთავის აზოტ ინდორამასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა 50 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულებას

მთავარი / სიახლეები

სს რუსთავის აზოტი ინდორამამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ხელი მოაწერეს 50 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულებას, რომლის მიზანს წარმოადგენს  კომპანიის საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
დაფინანსება ხელს შეუწყობს ამიაკისა და მაღალი სიმკვრივის ამონიუმის გვარჯილის წარმოების  განახლებას, ენერგოეფექტურობისა და საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებას, რის შედეგადაც, წლიურად, დაახლოებით 120 ათასი ტონა CO₂-ის ემისია შემცირდება ატმოსფეროში.
ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ADB-ის ნდობა და პარტნიორობა რუსთავის აზოტის მოდერნიზაციისა და დეკარბონიზაციის პროცესის გზაზე.

იანვარი 15, 2026

რუსთავის აზოტ ინდორამასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა 50 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულებას