რუსთავის აზოტი ინდორამამ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

მთავარი / სიახლეები

რუსთავის აზოტი ინდორამა საქართველოს უსინათლოთა კავშირის რუსთავის ფილიალს ესტუმრა და ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ, პირადად გადასცა საახალწლო საჩუქრები კავშირის დაახლოებით 100 ბენეფიციარს. შეხვედრის დროს ასევე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები.  
რუსთავის აზოტი ინდორამა კვლავაც რჩება საზოგადოების სანდო პარტნიორად და თანმიმდევრულად აგრძელებს ადამიანებზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების განხორციელებას

დეკემბერი 23, 2025

რუსთავის აზოტი ინდორამამ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა