რუსთავის აზოტი ინდორამაში, სიქა-სთან თანამშრომლობით, წარმატებით ჩატარდა 2-დღიანი ჰაკათონი „ბრილიანტის გამოწვევა 2025“

მთავარი / სიახლეები

რუსთავის აზოტი ინდორამაში,  სიქა-სთან თანამშრომლობით, წარმატებით ჩატარდა 2-დღიანი ჰაკათონი  „ბრილიანტის გამოწვევა 2025“, რომელიც რუსთაველ სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარებას ემსახურებოდა.
ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 55 მოსწავლემ. მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში იმუშავეს, დააგენერირეს იდეები და ბიზნეს გეგმები.  ჯამში დამუშავდა 25 ბიზნეს იდეა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა საკუთარი პროექტები პირადად წარუდგინეს კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბატონ ჯეი ჯაჯუს და მისგან მიიღეს პრაქტიკული რჩევები.
შეგახსენებთ, რომ კონკურსში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, გამარჯვებული გუნდი რუსთავის აზოტი ინდორამას მხარდაჭერით გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდულ სამეწარმეო სამიტში.

დეკემბერი 6, 2025

რუსთავის აზოტი ინდორამაში, სიქა-სთან თანამშრომლობით, წარმატებით ჩატარდა 2-დღიანი ჰაკათონი „ბრილიანტის გამოწვევა 2025“