„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ თანამშრომლებთან ერთად „ინდორამას“ 50 წლის იუბილე აღვნიშნეთ

მთავარი / სიახლეები

13 ნოემბერს, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ ტერიტორიაზე თანამშრომლებთან ერთად „ინდორამას“ 50 წლის იუბილე აღვნიშნეთ.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მოკლე ფილმი, რომელიც ასახავს კომპანიის ნახევარსაუკუნოვან განვითარებას და წარმატების გზას.
საღამოს განსაკუთრებულ მომენტს წარმოადგენდა საუკეთესო მენეჯერების დაჯილდოების ცერემონია. წოდება „საუკეთესო მენეჯერი“ მიენიჭათ შემდეგ თანამშრომლებს:
რამაზ გელაშვილი — აზოტმჟავას საამქროს უფროსი
დალილა მეხრაძე — ეკონომიკის განყოფილების უფროსი
ლევან გოგოლაძე — მთავარი მექანიკოსი
ჯამბულ ლომიძე — წყალმომარაგების საამქროს უფროსი
გარდა ამისა, ყველა თანამშრომელს მადლიერების ნიშნად გადაეცა სპეციალური სუვენირი „ინდორამას“ 50-წლიანი ისტორიის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის.
დიდი მადლობა ყველას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის!

ნოემბერი 14, 2025

„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ თანამშრომლებთან ერთად „ინდორამას“ 50 წლის იუბილე აღვნიშნეთ