„რუსთავის აზოტი ინდორამა“ აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს ფერმერებთან

მთავარი / სიახლეები

„რუსთავის აზოტი ინდორამა“ აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს ფერმერებთან — ამჯერად შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
საველე დათვალიერების ფარგლებში ჩვენმა წარმომადგენლებმა მოინახულეს ადგილობრივი ფერმერების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამასთან, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ აგრონომ-კონსულტანტმა, აკადემიურმა დოქტორმა ქალბატონმა ნინა მუმლაძემ, ფერმერებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სასუქებისა და მკვებავი ელემენტების ეფექტურად გამოყენების მეთოდოლოგიის შესახებ. კომპანიის ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ბატონმა ვალერი მაჭარაშვილმა კი სტუმრებს გააცნო ჩვენი პროდუქციის ხარისხის კონტროლის მრავალსაფეხურიანი სისტემა და წარმოების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
შეხვედრის დროს გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზადყოფნას ვიყოთ არა მხოლოდ მიმწოდებელი, არამედ სანდო პარტნიორი ქართველი ფერმერებისთვის.
გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ადგილობრივ რეალიზატორს, ბატონ თემურ ჭაბაშვილს („შპს აგროფერტი“) — მასპინძლობისა და ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის, შეხვედრის მონაწილეებს კი ჩართულობისა და აქტიურობისთვის.

ოქტომბერი 24, 2025

„რუსთავის აზოტი ინდორამა“ აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს ფერმერებთან