31 ოქტომბერს, სასტუმრო „პარაგრაფში“ კორპორაცია „ინდორამას“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა.
მოხარულები ვართ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, ჩვენმა ბიზნეს პარტნიორებმა როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან და ასევე „რუსთავის აზოტი ინდორამას“ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა.
საღამოს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ მოკლე ფილმი „ინდორამას“ შესახებ, რომელიც ასახავს კომპანიის განვითარების ისტორიას და მისი წარმატების ნახევარსაუკუნოვან გზას.
დიდი მადლობა თითოეულ სტუმარს ღონისძიბაზე დასწრებისა და დღესასწაულში მონაწილეობისთვის.