საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავით სონღულაშვილი „რუსთავის აზოტ ინდორამას“ ეწვია

მთავარი / სიახლეები

მინისტრი ადგილზე გაეცნო საწარმოში მიმდინარე გარემოსდაცვით და ტექნოლოგიურ ცვლილებებს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა დაათვალიერა საკვანძო ობიექტები, მათ შორის – განახლებული აზოტმჟავას საამქრო, ციანმარილების წარმოებაში არსებული ჩამდინარე წყლების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა, და კონდენსაციური ტიპის ელექტროსადგური. აღნიშნული განახლებები წარმოადგენს კომპანიის ფართომასშტაბიანი ინიციატივების ნაწილს, რომელიც მიმართულია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებისა  და ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან საწარმო ჩართულია გაფრქვევების უწყვეტი მონიტორინგის სისტემაში (airMonitoring), რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს მავნე ნივთიერებების გაფრქვევებზე მუდმივი ზედამხედველობა განახორციელოს. 

ივნისი 26, 2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავით სონღულაშვილი „რუსთავის აზოტ ინდორამას“ ეწვია