„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ ჰოლის – ფერების ფესტივალი აღინიშნა

ინდური ტრადიციის ეს ლამაზი დღესასწაული სიმბოლურად გამოხატავს სიხარულს, განახლებას და სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე. ჩვენი გუნდი შეიკრიბა, რათა ერთად გვეზეიმა ფერებით, პოზიტიური ემოციებითა და მხიარული განწყობით სავსე დღე.
საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2026 წლის მარტის თვის ანგარიში

2026 წლის მარტის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 15 განცხადება. 10 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 5 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმრება 482 ლარის ოდენობით მკერდის კიბოს სამკურნალოდ, ასევე ლაბორატორიის მეორე ლაბორანტს გაეწია დახმარება 400 ლარის ოდენობით გონართროზის სამკურნალოდ, ავტოსატრანსპორტო საამქროს მძღოლს დავეხმარეთ […]
გილოცავთ 8 მარტს!

„რუსთავის აზოტი ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ და კომპანიის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა პირადად მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე კომპანიის ყველა საამქროსა და საწარმოში მომუშავე ქალბატონს. ეს იყო კარგი შესაძლებლობა ერთად აღგვენიშნა ეს მნიშვნელოვანი თარიღი და გამოგვეხატა მადლიერება იმ პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და მაღალი სტანდარტისთვის, რომელსაც ჩვენი თანამშრომელი ქალები ყოველდღიურად ამკვიდრებენ საერთო საქმეში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას […]
პრიმულა ანუ ფურისულა

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე პრიმულა ანუ ფურისულა ეს არის გაზაფხულის პირველი ღიმილი თქვენს ბაღში. თუ არსებობს ყვავილი, რომელიც გაზაფხულის მოსვლას ყველაზე ლამაზად გვამცნობს, ეს ნამდვილად პრიმულაა. რატომ არის პრიმულა განსაკუთრებული? მისი სახელწოდება ლათინური სიტყვიდან primus მოდის და „პირველს“ ნიშნავს – რადგან ერთ-ერთი პირველი ყვავის ადრე გაზაფხულზე. არსებობს მისი ასობით სახეობა და ფერი: ყვითელი, […]
კარტოფილის განოყიერება

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე კარტოფილის მოთხოვნილება გარემო და კვების პირობების მიმართ. კარტოფილი ზომიერი ჰავის მოყვარული მცენარეა და მეტად მგრძნობიარეა როგორც მაღალი, ისე დაბალი ტემპერატურის მიმართ და ორივე შემთხვევაში წყვეტს ტუბერების წარმოქმნასა და განვითარებას. ტუბერების წარმოქმნისათვის ხელსაყრელია 16 – 18 0C სითბო. 20-23 0C უარყოფითად მოქმედებს, ხოლო 29 0C -ზე ზემოთ კი სრულიად წყდება მათი […]
თბილისში საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა

„რუსთავის აზოტი ინდორამამ“ მონაწილეობა მიიღო საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნეს ფორუმში, რომელიც წინანდალში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თურქეთის ვაჭრობის მინისტრი და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა სამივე ქვეყნის 300-მდე მსხვილი კომპანია. სამმხრივი ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისა და კომპანიებს შორის საქმიანი კავშირების […]
ხეხილისა და ბოსტნეულის განოყიერება

ხეხილი ხეხილის ბაღის გაშენებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საბაღე ნაკვეთის შერჩევას. საბაღე ნაკვეთი ჯერ უნდა გასუფთავდეს,მოსწორდეს და მოიხნას 50-60 სმ სიღრმეზე საპლანტაჟე გუთნით. შემდეგ ნაკვეთი გადაიხვნება და გაფხვიერდეს დისკებიანი კულტივატორით. ხეხილის მოსავლიანობისთვის აზოტი აუცილებელი ელემენტია. იგი შედის ცილების და ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში. მას მცენარის ფესვები ითვისებს ნიტრატების ან ამონიუმის მარილის სახით. აზოტის ნაკლებობა ასუსტებს მცენარის ზრდას. […]
სიმინდის მოთხოვნა საკვებ ელემენტებზე

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე სიმინდი, სხვა მარცვლოვან კულტურებთან შედარებით მკვეთრად გამოირჩევა თავისი კვებითი თავისებურებით. ის ინვითარებს ფუნჯა ფესვთა სისტემას , რომლის ძირითადი ნაწილი ნიადაგის 0-30 სმ ფენაშია განლაგებული და ახასიათებს საკვები ნივთიერებების ძნელად ხსნადი შენაერთებიდან შეთვისების მაღალი უნარი. სიმინდი ყველაზე მაღალ მოთხოვნილებას საკვების მიმართ აყენებს აღმოცენების პირველ თვეებში, მაქსიმალურ მოთხოვნილებას –მარცვლის ჩასახვის პერიოდში. […]
სიმინდის განოყიერება

სიმინდი ➤ რეკომენდაცია სიმინდის უხვი მოსავლიანობისთვის: ✔ სიმინდის მოსავლიანობის გაზრდის ეფექტური საშუალებაა – ამონიუმის გვარჯილა ✔ ნიადაგში აზოტოვანი სასუქის შეტანის ნორმა 1 ჰექტარზე შეადგენს 300 კილოგრამს ✔ სასუქების შეტანის წელს სიმინდის მოსავალი ჰექტარზე 10,7 ცენტნერით იზრდება ✔ ამონიუმის გვარჯილა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ნიადაგში შეაქვთ ხვნის წინ ✔ აღმოსავლეთ საქართველოში აზოტიანი სასუქების დოზის 1/3 […]
ამონიუმის სულფატის უპირატესობა სხვა აზოტიან სასუქებთან შედარებით

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე აზოტი მცენარისთვის ერთ-ერთი ძირითადი საკვები ელემენტია. მცენარის აზოტით უზრუნველყოფაზე არის დამოკიდებული მისი ზრდა-განვითარება, მოსავალი და მოსავლის ხარისხი. აზოტის დიდი მნიშვნელობა მცენარის სიცოცხლეში განპირობებულია იმით, რომ აზოტი შედის ყველა მარტივი და რთული ცილების შედგენილობაში. ცილები მცენარის უჯრედის პროტოპლაზმის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. აზოტის გარეშე ცილა არ წარმოიქმნება , ხოლო ცილის გარეშე […]