ხეხილი
ხეხილის ბაღის გაშენებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საბაღე ნაკვეთის შერჩევას. საბაღე ნაკვეთი ჯერ უნდა გასუფთავდეს,მოსწორდეს და მოიხნას 50-60 სმ სიღრმეზე საპლანტაჟე გუთნით. შემდეგ ნაკვეთი გადაიხვნება და გაფხვიერდეს დისკებიანი კულტივატორით.
ხეხილის მოსავლიანობისთვის აზოტი აუცილებელი ელემენტია. იგი შედის ცილების და ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში. მას მცენარის ფესვები ითვისებს ნიტრატების ან ამონიუმის მარილის სახით. აზოტის ნაკლებობა ასუსტებს მცენარის ზრდას. აზოტი ხელს უწყობს მცენარის ვეგეტატიური ნაწილების განვითარებას, ამიტომ იგი გამოიყენება მცენარის სავეგეტაციო პერიოდში, ყვავილობის და ნაყოფმსხმოიარობის დროს აზოტის ნორმები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. პროდუქტის სიმწიფის პერიოდში აზოტის ჭარბი ნორმა უარყოფითად მოქმედებს პროდუქტის შენახვის უნარიანობაზე
დარგვის დროს მინერალური სასუქები შეიტანება დასარგავ ორმოებში და ტრანშეებში. 100 მეტრი სიგრძის თხრილში შეიტანება 1,5 ტ ორგანული სასუქი, 6-8 კგ ფოსფორი, 1,5-3,0 კგ კალიუმი და ამონიუმის გვარჯილა 8-10 კგ ან ამონიუმის სულფატი 15-20 კგ.
ნიადაგის ანალიზის საფუძველზე უნდა იქნას შეტანილი მინერალური სასუქები, მაგრამ საორენტაციოდ შესაძლებელია შევიტანოთ N90-120 P90-120 K60-90 სუფთა საკვებ ელემენტებზე გადაანგარიშებით. ფიზიკური წონით კი საჭიროა: ამონიუმის გვარჯილა 260კგ ან ამონიუმის სულფატი 520კგ.
ბოსტნეული
ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების გაშენება ნაკვეთის მომზადება ნაკვეთის მომზადება მის გასუფთავებას და დამუშავებას გულისხმობს. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის ცნობილია, რომ კარგი მოსავლის მისაღებად ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა ნიადაგის განოყიერებას საჭიროებს. ნიადაგის განოყიერება, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს მცენარის უზრუნველყოფას მისი ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი საკვები მაკრო და მიკრო ელემენტებით. მცენარის საკვები ელემენტებით სწორად უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, ინფორმაცია ნიადაგის შესახებ, მის სტრუქტურასა და შემადგენლობაზე, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ნიადაგში შესატანი საკვები ელემენტების ნორმები კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის.
ბოსტნეულის უხვი მოსავლიანობისთვის, ნიადაგი უნდა განოყიერდეს ძირითადად აზოტიანი სასუქებით: ამონიუმის გვარჯილით ან ამონიუმის სულფატით. მცენარე, მისი განვითარების პირველ ფაზაში, უფრო მეტი რაოდენობით შეითვისებს ამონიუმს, შემდეგ ფაზაში კი უფრო მეტად ითვისებს ნიტრატს. ამონიუმის გვარჯილას აზოტი უფრო მოძრავია, ვიდრე ამონიუმის სულფატისა, რის გამოც მცენარეთა დამატებითი გამოკვებისას ამონიუმის გვარჯილით უკეთესი შედეგი მიიღება. ამასთან, აზოტმჟავა ამონიუმის გამოყენება უკეთეს შედეგს იძლევა ურწყავ, ნალექებით ღარიბ რაიონებში. აზოტიან სასუქებს შორის ამონიუმის გვარჯილა ყველაზე კარგ სასუქად ითვლება და შესაბამისად უფრო მეტი რაოდენობით გამოიყენება.
ბოსტნეულისთვის ნიადაგში ამონიუმის გვარჯილის შეტანის ნორმა 1 მ2-ზე შეადგენს 30-36 გრამს.
© copyright