▶ 23 მარტს, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულების მიზნით, სს „რუსთავის აზოტში“ მონიტორინგის შეხვედრა გაიმართა.
✔ ადგილზე არსებული მდგომარეობა და საწარმოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ვეფხვაძემ.
✔ საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, რუსთავში უკვე სამი მსხვილი და რამოდენიმე წვრილი საწარმო შემოწმდა. მონიტირინგი, რუსთავის საწარმოო ზონაში არსებულ ყველა ქარხანაში ჩატარდება.