რუსთავის აზოტი ინდორამაში, ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების სერია მიმდინარეობს.

მთავარი / სიახლეები

თანამშრომელთა ცოდნისა და უნარების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რუსთავის აზოტი ინდორამაში, პროფესიული განვითარების გეგმის ფარგლებში, ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების სერია მიმდინარეობს.
ივნისში ჩატარებული ტრენინგები მიზნად ისახავდა თანამშრომელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას, კორპორატიული პროცესების უკეთ გაცნობას, ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობასა და თანამედროვე სამუშაო ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში სამუშაო პროცესების უფრო ეფექტიანად წარმართვას, გუნდური თანამშრომლობის გაძლიერებასა და კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
რუსთავის აზოტი ინდორამა მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ინიციატივების განხორციელებას, რადგან გვჯერა, რომ ცოდნასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირება კომპანიის წარმატებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

ივლისი 3, 2026

რუსთავის აზოტი ინდორამაში, ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების სერია მიმდინარეობს.