“რუსთავის აზოტი ინდორამა” აგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის მხარდაჭერას.

მთავარი / სიახლეები

“რუსთავის აზოტი ინდორამას”, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ და გერმანიის ბად ოლდესლოს პროფესიული სასწავლო ცენტრის (BBZ Oldesloe) წარმომადგენლები, პარტნიორი სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები ეწვივნენ.
ვიზიტის მიზანს ახალგაზრდებისთვის სამეწარმეო და ინდუსტრიული გარემოს გაცნობა, პრაქტიკული ცოდნის მიღება და პროფესიული ინტერესების გაღრმავება წარმოადგენდა.
სტუმრებს “რუსთავის აზოტი ინდორამას” ხელმძღვანელობა შეხვდა და კომპანიის საქმიანობის, წარმოების მიმართულებებისა და საწარმოო პროცესების შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მეტი გაეგოთ თანამედროვე ქიმიური წარმოების სპეციფიკის შესახებ. ვიზიტის დასასრულს მონაწილეებმა საწარმოს ტერიტორია დაათვალიერეს.
“რუსთავის აზოტი ინდორამა” მომავალშიც გააგრძელებს პროფესიული განათლების, ახალგაზრდების განვითარებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის მხარდაჭერას.

მაისი 8, 2026

“რუსთავის აზოტი ინდორამა” აგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის მხარდაჭერას.