ლამაზი დღე ბავშვებისთვის რუსთავი აზოტი ინდორამაში

მთავარი / სიახლეები

“რუსთავის აზოტი ინდორამამ” თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა და მათთვის მხიარული და ფერადი დღე მოაწყო.

ბავშვებისთვის გაიმართა მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა: ილუზიონისტების წარმოდგენა, ანიმაციური გმირების აქტივობები, ქაფების მხიარული პროგრამა და სხვა სახალისო თამაშები.

ღონისძიება ტორტის გაჭრის ცერემონიით დასრულდა და პატარა სტუმრებისთვის სიხარულით, ღიმილითა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღედ იქცა.

ივნისი 25, 2026

ლამაზი დღე ბავშვებისთვის რუსთავი აზოტი ინდორამაში