2022 წლის 10 ოქტომბერს  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 15 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 29897 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 17806 ლარი.  8 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 7 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს.  ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ციანმარილების მეაპარატეს გაეწია დახმარება 511 ლარის ოდენობით ქოლეცისტექტომიის გასაკეთებლად, ცენტრალური საწყობის თანამშრომელს გაეწია დახმარება 185 ლარის ოდენობით რეფლუქსის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს ოსტატს გულის სტენდირების და კორონაროგრაფიისთვის გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად გაეწია დახმარება 1015 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 751 ლარის ოდენობით პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, სარემონტო-სამშენებლო საამქროს მშენებელს გაეწია დახმარება 318 ლარის ოდენობით იდაყვის სახსრის სინოვექტომიის ჩასატარებლად, მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს ზეინკალს ფეხის ამპუტაციის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 1500 ლარის ოდენობით, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს დისპეფსიის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება მიმდინარე თვეში: ერთ-ერთს ფრონტალური სინუსის ამოკვეთის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 165 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თხოვნებს, ასევე სახანძრო სამსახურის მეორე თანამშრომელს გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით მეუღლის მენჯის სახსრის ენდოპროთეზირების თანადაფინანსებისათვის, ავტომატიკის საამქროს თანამშრომელს ვაჟის ტერფის მოტეხილობის ოპერაციის ასანაზღაურებლად გაეწია დახმარება 1800 ლარის ოდენობით ხელოვნური იმპლანტის თანადაფინანსების მიზნით, რასაც დაზღვევა არ აფინანსებს. ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 910 ლარის ოდენობით ქალიშვილის დამძიმებული ორსულობის ფონზე სამკურნალო ღონისძიებების გასატარებლად, საბაჟო განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 2536 ლარის ოდენობით მეუღლის ლეიომიოსარკომის სამკურნალოდ, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 912 ლარის ოდენობით მამის დამწვრობის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 2075 ლარის ოდენობით დედის მკერდის კიბოს ოპერაციის დაფინანსებისათვის, ცენტრალური ლაბორატორიის კიდევ ერთ თანამშრომელს აღმოეჩინა დახმარება 690 ლარის ოდენობით დედის თავის ქალის სიმსივნის სამკურნალოდ გაწეული ხარჯების ნაწილობრივი დაფარვის მიზნით.

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *