რუსთავის აზოტი ინდორამაში SAP-ის სისტემა დაინერგა

მთავარი / სიახლეები

რუსთავის აზოტი ინდორამაში SAP-ის (ბიზნესპროცესებისა და მონაცემთა მართვის ინტეგრირებული სისტემის) დანერგვა სპეციალური ღონისძიებით აღინიშნა.
SAP-ის დანერგვა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან ხელს უწყობს სამუშაო პროცესების უკეთ კოორდინაციას, ინფორმაციის ეფექტიან მართვას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაძლიერებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდორამას მენეჯმენტის წარმომადგენლები, EY-ის შესაბამისი გუნდი და რუსთავის აზოტის სხვადასხვა დეპარტამენტები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს განხორციელების პროცესში.
SAP-ის დანერგვა სიმბოლურად ტორტის გაჭრით აღინიშნა და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ გუნდურ მუშაობას, ჩართულობასა და საერთო ძალისხმევას, რამაც პროექტის წარმატებით განხორციელება შესაძლებელი გახადა. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც საკუთარი დროით, ენერგიითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროცესში.
SAP-ის დანერგვით რუსთავის აზოტი ინდორამა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და ოპერაციული ეფექტიანობის გაძლიერების მიმართულებით ახალ ეტაპზე გადადის.

ივნისი 18, 2026

რუსთავის აზოტი ინდორამაში SAP-ის სისტემა დაინერგა