2022 წლის 11 აპრილის  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 18 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 36688 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 19027 ლარი.  7 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 11 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს.  ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ანტიკოროზიის საამქროს ორ თანამშრომელს გაეწია დახმარება, ერთს ფეოქრომოციტომის სამკურნალოდ გადაერიცხა 3000 ლარი, ხოლო მეორეს კარდიოლოგიური ოპერაციის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 450 ლარის ოდენობით, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს ფეხის მოტეხილობის სამკურნალოდ დავეხმარეთ 923 ლარით, სანიტარული ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება 571 ლარის ოდენობით ჰისტერექტომიის თანადაფინანსებისათვის, ელექტრომომარაგების ელმონტიორს გაეწია დახმარება 700 ლარის ოდენობით მიოკარდის არტერიების რეკანალიზაციისათვის, ჟანგბადის წარმოების მეაპარატეს თვალის ქრონიკული ანთების და ციტომეგალოვირუსის სამკურნალოდ დავეხმარეთ 843 ლარით, საქვაბის საამქროს თანამშრომელს მუცლის ფარის თიაქარის ოპერაციის სამკურნალოდ დავეხმარეთ 531 ლარით.

რაც შეეხება ოჯახის წევრების პრობლემებს, სარემონტო-მექანიკური საამქროს ხარატს მეუღლის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირებისათვის დავეხმარეთ 1000 ლარით, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს ზეინკალს შვილის თვალის ავადმყოფობის გამო დავეხმარეთ 588 ლარით, სიცივის საამქროს მეაპარატეს მამის პროსტატის ოპერაციის ჩასატარებლად დავეხმარეთ 1800 ლარით, ციანმარილების მეაპარატეს ვაჟის ექსუდაციური პლევრიტის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 257 ლარის ოდენობით, კანცელარიის მდივან-თანაშემწეს დედის წითელი ქარის და პოსტკოვიდური მდგომარეობის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 547 ლარის ოდენობით, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს მამის ფეხის ფლეგმონის ოპერაციისათვის დავეხმარეთ 1200 ლარით, საქვაბის საამქროს თანამშრომელს 6 წლის ვაჟის რბილი სასის პათოლოგიის და ორმხრივი ექსუდაციური ოტიტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 364 ლარის ოდენობით, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების და ავტომატიკის საამქროს თანამშრომელს მეუღლის საძილე არტერიის პლასტიკის ჩასატარებლად გაეწია დახმარება 1611 ლარის ოდენობით, სიცივის საამქროს ცვლის უფროსს ვაჟის ვირუსული ჰეპატიტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 800 ლარის ოდენობით, ციანმარილების მეაპარატეს 4 წლის ვაჟის აუტიზმის და შესაბამისად მეტყველების გასაუმჯობესებლად სამკურნალო კურსის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 820 ლარის ოდენობით, რკინიგზის მწონავს დედის სიგმოიდური ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ გაეწია დახმარება 1593 ლარის ოდენობით.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *