2022 წლის 10 თებერვლითვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 12 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 39724 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 15745 ლარი. 5 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 7 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილების ლაბორანტს ინსულტის გამო ჩაუტარდა ტრეპანაცია, რის გამოც გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით, ციანმარილების წარმოების 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება თებერვალში, ერთი იყო ნეიტრალიზაციის მეაპარატე, რომელსაც ზედა ყბის ანტროტომიის გამო გაეწია დახმარება 531 ლარის ოდენობით, მეორე თანამშრომელს – ცვლის უფროსს, ტრავმული დაზიანების გამო დასჭირდა მენისკის ოპერაცია, რის გამოც გაეწია დახმარება 600 ლარის ოდენობით, სარემონტო-მექანიკური საამქროს ოსტატს გაეწია დახმარება 410 ლარის ოდენობით მუხლის სახსრის საპროთეზო ინექციის ჩასატარებლად, აირმაშველი სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება 323 ლარის ოდენობით ასევე მენისკის მკურნალობისთვის.
რაც შეეხება ოჯახის წევრების მისამართით გაწეულ დახმარებებს, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 579 ლარის ოდენობით მეუღლის მკერდის კიბოს სამკურნალოდ, სანიტარული ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით ქალიშვილის მიოპიის ოპერაციული მკურნალობისათვის, ტექნიკური სამმართველოს ინჟინერს მეუღლის კიდურის განგრენის ოპერაციული მკურნალობისათვის დავეხმარეთ 1900 ლარით, ელექტრომომარაგების სამსახურის ცვლის უფროსს მეუღლის ფილტვის კიბოს სამკურნალოდ გაეწია დახმარება 2500 ლარის ოდენობით, სტამბის სპეციალისტს მეუღლის პარაპროქტიტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 375 ლარის ოდენობით, სიცივის საამქროს მეაპარატეს მამის წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 1200 ლარით, წყალმომარაგების ზეინკალს მამის პოსტკოვიდური გართულებების სამკურნალოდ გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით.