2022 წლის 10 იანვრისათვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 12 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 33046 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 8540 ლარი. 6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 6 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
საქვაბის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 390 ლარის ოდენობით მრავალკვანძოვანი ჩიყვის სამკურნალოდ, სარემონტო-სამშენებლო საამქროს დურგალს გაეწია დახმარება პროსტატის ოპერაციის გასაკეთებლად 514 ლარის ოდენობით, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს დავეხმარეთ 561 ლარით კოქსართროზის სამკურნალოდ, ბუღალტერიის თანამშრომელს გაეწია დახმარება 544 ლარის ოდენობით, აზოტმჟავის საამქროს ინჟინერ-ოპერატორს გაეწია დახმარება 320 ლარის ოდენობით ქოლეცისტექტომიის თანადაფინანსებისათვის, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს ზეინკალს გაუწიეთ დახმარება 800 ლარის ოდენობით კორონარული შუნტირების დასაფინანსებლად.
რაც შეეხება ოჯახის წევრების მისამართით გაწეულ დახმარებებს, აზოტმჟავის მეაპარატეს მეუღლის გინეკოლოგიური პრობლემის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 568 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების მეაპარატეს გაეწია დახმარება 1200 ლარის ოდენობით მეუღლის დისკექტომიის ჩასატარებლად, ამიაკის წარმოების ელშემკეთებელს გაეწია დახმარება 560 ლარის ოდენობით 6 წლის შვილის აუტიზმის და ბცდ-ს სამკურნალოდ, ტომრების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 420 ლარის ოდენობით მეუღლის ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ, ელექტრომომარაგების საამქროს ელმონტიორს დავეხმარეთ 1200 ლარით მეუღლის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების თანადაფინანსებისათვის, გაყიდვების სამსახურის მენეჯერს გაეწია დახმარება მეუღლის სისხლის კიბოს სამკურნალოდ 245 ლარის ოდენობით.