2021 წლის 10 ნოემბრისათვის  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 14 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 23024 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 10015 ლარი.  7 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 7 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს.  ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ინფორმაციული ტექნოლოგიების ინჟინერს მწვავე ინფარქტის სამკურნალოდ დავეხმარეთ 1155 ლარით, საპროექტო განყოფილების თანამშრომელს ხერხემლის თიაქარის დისკექტომიის ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსებისათვის გავუწიეთ დახმარება 803 ლარის ოდენობით, ცენტრალური ტექნიკური კონტროლის ლაბორატორიის ცვლის უფროსს ენცეფალოპათიის სამკურნალოდ დავეხმარეთ 204 ლარით, ანტიკოროზიის თერმომეიზოლატორეს ნიჟარების ოპერაციის ჩასატარებლად გაუწიეთ დახმარება 240 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგების საამქროს ელზეინკალს მესამედ გაეწია დახმარება ტრავმის შედეგად დაზიანებული თვალის სამკურნალოდ 876 ლარის ოდენობით, გვარჯილის ელშემდუღებელს მესამედ გაეწია დახმარება 100 ლარის ოდენობით ქრონიკული ჰოპერტენზიის სამკურნალოდ, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს ელშემდუღებელს გაეწია დახმარება 1778 ლარის ოდენობით თვალის ოპერაციის ჩასატარებლად, იგივე საამქროს ზეინკალს მესამედ გაეწია დახმარება 1400 ლარის ოდენობით მეუღლის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, ეკონომიკის განყოფილების შრომის ინჟინერს ქალიშვილის საზარდულის თიაქარის ოპერაციისათვის გაეწია დახმარება 350 ლარის ოდენობით, სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს მეუღლის ფეხის ამპუტირების შედეგების რეაბილიტაციისათვის გაეწია დახმარება 850 ლარის ოდენობით, მეორე მომართვა იყო ფონდში. ავტოსატრანსპორტო საამქროს მძღოლს მეუღლის დიფუზურ-კისტოზური მასტოპათიის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 433 ლარის ოდენობით, საქვაბის საამქროს ზეინკალს მეორედ გაეწია დახმარება მეუღლის თვალის ოპერაციის ჩასატარებლად 278 ლარის ოდენობით, საშვთა რეჟიმის განყოფილების კონტროლიორს მეუღლის მენჯ-ბარძაყის ოპერაციის რეაბილიტაციის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 160 ლარის ოდენობით, ესეც იყო მეორე მომართვა ფონდში.  ასევე მეორე მომართვით დახმარება გაეწია 1145 ლარის ოდენობით რკინიგზის თანამშრომელს დედის ნაწლავის კიბოს გამო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *