საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2021 წლის 10 სექტემბრის სხდომის ანგარიში
2021 წლის 10 სექტემბრისათვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 10 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 14544 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 10238 ლარი. 6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 4 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ეკონომიკური სამმართველოს ეკონომისტის მისამართით, რომელმაც მძიმედ გადაიტანა კოვიდი და ხანგრძლივად ესაჭიროება ჯანგბადის კონცენტრატორი, ფონდმა გასწია დახმარება 500 ლარის ოდენობით ამ მოწყობილობის ნაწილობრივ დასაფინანსებლად, სსხ და ა-ს უბნის უფროსს თვალის ბადურის ტრავმული დაზიანების სამკურნალოდ გაეწია დახმარება 984 ლარის ოდენობით, ცინმარილების წარმოების მეაპარატეს გულის სტენდირების ჩასატარებლად გაეწია დახმარება 655 ლარის ოდენობით, მსშს-ს ზეინკლის მისამართით ყბის კისტის სამკურნალოდ ფონდმა გადარიცხა 460 ლარი, აზოტმჟავის საამქროს სსხ და ა-ს ზეინკალს დავეხმარეთ 300 ლარით გონართროზის და გულის ფიბრილაციის სამკურნალოდ, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ინსპექტორს მენჯ-ბარძაყის ოპერაციისთვის გაუწიეთ დახმარება 1097 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ოჯახის წევრების პრობლემებს, სურათი შემდეგია:
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მეხანძრეს მამის ტრავმული დაზიანების შედეგად ოპერაციის გასაკეთებლად გაუწიეთ დახმარება 460 ლარის ოდენობით, უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ ცვლის უფროსს მამის გონართროზის და კოქსართროზის სამკურნალოდ დავეხმარეთ 1500 ლარით, წყალმომარაგების მემანქანეს მეუღლის თეძოს არტერიის ანგილოპლასტიკის ჩასატარებლად გაუწიეთ დახმარება 1500 ლარის ოდენობით და სარემონტო-მექანიკური საამქროს ხარატს მამის კიდურის მწვავე ტრომბოფლებიტის გამო გაკეთებული ოპერაციის თანადაფინანსების მიზნით გაუწიეთ დახმარება 985 ლარის ოდენობით.