რუსთავის აზოტმა ინტეგრირებული მართვის სისტემა (IMS) დანერგა და სერტიფიცირება წარმატებით გაიარა

რუსთავის აზოტის ისტორიაში პირველად, კომპანიამ წარმატებით დანერგა ინტეგრირებული მართვის სისტემა (IMS) და გაიარა სერტიფიცირება შემდეგი სტანდარტების შესაბამისად: ISO 9001 – ხარისხის მართვის სისტემა ISO 14001 – გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა ISO 45001 – შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა ეს მიღწევა ადასტურებს კომპანიის ერთგულებას ოპერაციული სრულყოფილების, შრომის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და უწყვეტი გაუმჯობესების მიმართ. სერტიფიცირება […]
„რუსთავის აზოტი ინდორამას“ მინი-ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა

19 დეკემბერს დასრულდა „რუსთავის აზოტი ინდორამას“ 2025 წლის შიდა მინი-ფეხბურთის ტურნირი, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება და წელს საწარმოს ექვსი საამქროს გუნდის მონაწილეობით გაიმართა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „გვარჯილის საამქროს“ და „ტარა-შესაფუთი მასალების დამზადების საამქროს“ გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი განსაკუთრებულად დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა. საბოლოოდ გამარჯვება „გვარჯილის საამქროს“ გუნდმა მოიპოვა და 2025 წლის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. მესამე ადგილისთვის […]
რუსთავის აზოტი ინდორამაში, სიქა-სთან თანამშრომლობით, წარმატებით ჩატარდა 2-დღიანი ჰაკათონი „ბრილიანტის გამოწვევა 2025“

რუსთავის აზოტი ინდორამაში, სიქა-სთან თანამშრომლობით, წარმატებით ჩატარდა 2-დღიანი ჰაკათონი „ბრილიანტის გამოწვევა 2025“, რომელიც რუსთაველ სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარებას ემსახურებოდა. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 55 მოსწავლემ. მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში იმუშავეს, დააგენერირეს იდეები და ბიზნეს გეგმები. ჯამში დამუშავდა 25 ბიზნეს იდეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა საკუთარი პროექტები პირადად წარუდგინეს კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბატონ ჯეი ჯაჯუს და […]
სს რუსთავის აზოტი, სინგაპურში დაფუძნებული კორპორაცია ინდორამას ჯგუფის წევრი, იწყებს პროექტს „First Light“ – პირველ და უმსხვილეს, ინდუსტრიული მასშტაბის, თვითმოხმარების, 24 მგ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას საქართველოში

სს რუსთავის აზოტი, სინგაპურში დაფუძნებული კორპორაცია ინდორამას ჯგუფის წევრი, იწყებს პროექტს „First Light“ – პირველ და უმსხვილეს, ინდუსტრიული მასშტაბის, თვითმოხმარების, 24 მგ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას საქართველოში. „რუსთავის აზოტი“, კორპორაცია ინდორამას ჯგუფის წევრი კომპანია და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სასუქებისა და სამრეწველო ქიმიური პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, ახორციელებს 24 მეგავატი (MWp) სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის „First Light“-ის […]
სისხლის ჩაბარების აქცია “რუსთავის აზოტი ინდორამაში”

25 ნოემბერს „რუსთავის აზოტი ინდორამას“ ქვემო ქართლის სისხლის ბანკი ეწვია და სისხლის ჩაბარების აქცია ჩატარდა. თანამშრომლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი წვლილი შეიტანეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.
ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი – სიახლეები და მისი პრაქტიკული გამოყენება“

18 ნოემბერს „რუსთავის აზოტი ინდორამას“ ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი – სიახლეები და მისი პრაქტიკული გამოყენება“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობების გაცნობა, პრაქტიკული გამოყენების მაგალითების განხილვა და სამუშაო პროცესების ეფექტური ოპტიმიზაციის გზების წარმოჩენა. ტრენინგი ჩაატარა თორნიკე ბოლოკაძემ, AI ტექნოლოგიების მკვლევარმა. მადლობა თორნიკეს და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!
„რუსთავის აზოტი ინდორამაში“ თანამშრომლებთან ერთად „ინდორამას“ 50 წლის იუბილე აღვნიშნეთ

13 ნოემბერს, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ ტერიტორიაზე თანამშრომლებთან ერთად „ინდორამას“ 50 წლის იუბილე აღვნიშნეთ. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მოკლე ფილმი, რომელიც ასახავს კომპანიის ნახევარსაუკუნოვან განვითარებას და წარმატების გზას. საღამოს განსაკუთრებულ მომენტს წარმოადგენდა საუკეთესო მენეჯერების დაჯილდოების ცერემონია. წოდება „საუკეთესო მენეჯერი“ მიენიჭათ შემდეგ თანამშრომლებს: რამაზ გელაშვილი — აზოტმჟავას საამქროს უფროსი დალილა მეხრაძე — ეკონომიკის განყოფილების უფროსი ლევან გოგოლაძე — […]
საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2025 წლის ნოემბრის თვის ანგარიში

2025 წლის ნოემბრის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 16 განცხადება. 10 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 6 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: წყალმომარაგების საამქროს მემანქანეს დავეხმარეთ 350 ლარით ქუსლის დეზის სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით კუჭის შუნტირების ჩასატარებლად, სტამბის ამკინძავს დავეხმარეთ 515 ლარით ართროპათიის […]
სასტუმრო „პარაგრაფში“ კორპორაცია „ინდორამას“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა

31 ოქტომბერს, სასტუმრო „პარაგრაფში“ კორპორაცია „ინდორამას“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა. მოხარულები ვართ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, ჩვენმა ბიზნეს პარტნიორებმა როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან და ასევე „რუსთავის აზოტი ინდორამას“ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა. საღამოს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ მოკლე ფილმი „ინდორამას“ შესახებ, რომელიც ასახავს კომპანიის განვითარების ისტორიას და მისი […]
„რუსთავის აზოტი ინდორამას“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი ეწვივნენ

სამშაბათს, 28 ოქტომბერს, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი ეწვივნენ. სემეკის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ საწარმოში მიმდინარე ცვლილებებს და მოდერნიზებული ციანმარილების და აზოტმჟავის საამქროების ფუნქციონირება ნახეს. კერძოდ, სტუმრებმა მოინახულეს ციანმარილების წარმოებაში ჩამდინარე წყლების გაწმენდის ახალი უბანი, აზოტმჟავას წარმოებაში ორთქლის ენერგოეფექტური ტურბინა და […]