Agro Food Expo 2026

მთავარი / სიახლეები
13–14 ნოემბერს ექსპო ჯორჯიის საგამოფენო ცენტრში გაიმართა კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 24-ე საერთაშორისო გამოფენა.
წლევანდელ გამოფენაზე ვიზიტორებს გავაცანით კორპორაცია ინდორამას შემადგენლობაში შემავალი ქართული და უზბეკური საწარმოების მაღალხარისხიანი მინერალური სასუქები – რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სოფლის მეურნეობის მოთხოვნებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება, არამედ ქართველი ფერმერების გვერდით დგომა სწორი აგროტექნიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
გამოფენის ფარგლებში, ფერმერებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩვენი აგრონომისგან მიეღოთ კვალიფიციური და დეტალური რეკომენდაციები ნიადაგის ეფექტური მართვასა და სასუქების სწორი დოზირებასთან დაკავშირებით.
„რუსთავის აზოტი ინდორამა“ მადლობას გიხდით თითოეულ ფერმერს, პარტნიორსა და ვიზიტორს, რომლებიც გამოფენის ფარგლებში ჩვენს საგამოფენო სივრცეს ესტუმრეთ. თქვენი ინტერესი, გამოცდილების გაზიარება და უკუკავშირი ჩვენთვის საუკეთესო მოტივაციაა!

ნოემბერი 25, 2026

Agro Food Expo 2026

უახლესი ამბები