„გარემოსდაცვითი მმართველის“ სტუდენტებმა პრაქტიკული კომპონენტი რუსთავის აზოტი ინდორამაში გაიარეს

მთავარი / სიახლეები

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული პროფესიული მომზადების პროგრამის „გარემოსდაცვითი მმართველის“ სტუდენტებმა პრაქტიკული კომპონენტი რუსთავის აზოტი ინდორამაში გაიარეს. ვიზიტის ფარგლებში პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ,  კომპანიის სპეციალისტების ჩართულობით, გაცნობოდნენ საწარმოში დანერგილ ნარჩენების მართვის პროცესებსა და პრაქტიკულ მიდგომებს.
რუსთავის აზოტი ინდორამას ასევე ესტუმრა ცენტრის ხელმძღვანელი თამთა დევდარიანი, რომელიც შეხვდა კომპანიის მენეჯმენტს და ადგილზე გაეცნო პრაქტიკული კომპონენტის მიმდინარეობას. შეხვედრის დროს ასევე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
რუსთავის აზოტი ინდორამა დაინტერესებულია ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებით. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებებენ კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების ეფექტიან დანერგვაში.

მარტი 20, 2026

„გარემოსდაცვითი მმართველის“ სტუდენტებმა პრაქტიკული კომპონენტი რუსთავის აზოტი ინდორამაში გაიარეს