11 თებერვალს, რუსთავის აზოტ ინდორამას ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ გაგოშიძე ეწვია, რომელმაც თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგ-სესია ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა მშობლებსა და შვილებს შორის ეფექტური კომუნიკაცია.
ქალბატონ თამარს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბავშვის განვითარების, ნეიროფსიქოლოგიისა და კომუნიკაციის სფეროში. შესაბამისად, შეხვედრის მიზანს მშობლებისთვის პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევა წარმოადგენდა, რათა შვილებთან ურთიერთობაში კონფლიქტებსა და გაუგებრობებს გააზრებულად მივუდგეთ და უკეთ გავიგოთ მათი ემოციები და საჭიროებები.
რუსთავის აზოტი ინდორამა განაგრძობს მსგავსი მხარდამჭერი ტრენინგების ორგანიზებას თანამშრომლებისთვის, რაც მათ ყოველდღიურობის ხარისხის გაუმჯობესებას, პიროვნულ ზრდასა და სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.