„რუსთავის აზოტი ინდორამა“და „სიქა“ (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში „რუსთავის აზოტი ინდორამ“ ხელს შეუწყობს რუსთაველ სკოლის მოსწავლეებს განივითარონ სამეწარმეო უნარები და მონაწილეობა მიიღონ დელავერის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში – „ბრილიანტის გამოწვევა“.
პროგრამას საქართველოში ახორციელებენ „სიქა“ და განათლებისა და მართვის გუნდი. „რუსთავის აზოტი“ უმასპინძლებს მენტორთა მომზადების ტრენინგს და ორდღიან ჰაკათონს – „ბრილიანტის გამოწვევა 2025“, რომელშიც მონაწილეობას რუსთაველი მოსწავლეები მიიღებენ. გამარჯვებული გუნდი და პროგრამის კოორდინატორი, „რუსთვის აზოტი ინდორამას“ მხარდაჭერით, გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაესწრებიან 2026 წლის ახალგაზრდულ სამეწარმეო სამიტს.
განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მოხარულები ვართ, რომ სიქასთან თანამშრომლობით, რუსთაველ ახალგაზრდებს ახალი უნარების განვთარებაში დავეხმარებით.