"რუსთავი აზოტი ინდორამას“ ინიციატივით, ქარხანაში 2025 წლის ნარდის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც ქარხანაში დასაქმებულმა მუშა-მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.
შესარჩევი შეხვედრები საამქროებში ჩატარდა, საიდანაც გამოვლენილი 18 გამარჯვებული ფინალში დაუპირისპირდა ერთმანეთს.
ფინალური შეხვედრები დაძაბული და ემოციური გამოდგა, გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებიც სს ‘რუსთავის აზოტი“ ინდორამას ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოეს.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – გურამ მასურაშვილი (სარემონტო მექანიკური საამქრო)
II ადგილი – დავით მოდებაძე (ციანმარილების წარმოება)
III ადგილი – იოსებ გურგენიძე (სარემონტო სამშენებლო საამქრო)
ყველა ფინალში გასულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები. ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, სერტიფიკატებთან ერთად, სხვადასხვა პრიზები.
აღსანიშნავია რომ ნარდის ჩემპიონატი ქარხანაში უკვე მეორე წელია რაც იმართება.