მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „რუსთავის აზოტი ინდორამა“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს (UN Global Compact Network Georgia) შეუერთდა — მსოფლიოში უმსხვილეს კორპორაციულ ინიციატივას მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი კომპანიის ერთგულებას გარემოზე ზრუნვის, სოციალური პასუხისმგებლობისა და ეფექტური კორპორაციული მმართველობის (ESG) პრინციპებისადმი.
აღსანიშნავია, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელში გაწევრიანება ჩვენს გუნდს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს პროფესიული სასწავლო პროგრამებით და მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლობის პლატფორმებში — რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კომპეტენციას ESG-ის მიმართულებით და დაგვაახლოვებს გლობალურ მდგრადობის დღის წესრიგთან.