საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2025 წლის ივნისის თვის ანგარიში

მთავარი / სიახლეები

2025 წლის ივნისის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 18 განცხადება. 13 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 5 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

წყალმომარაგების მეაპარატეს გაეწია დახმარება 540 ლარის ოდენობით ფარისებრი ჯირკვლის ნეოპლაზიის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს მტვირთავს დავეხმარეთ 3000 ლარით თვალის ოპერაციის ჩასატარებლად, მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 355 ლარის ოდენობით ფეხის ტერფის ოპერაციისათვის, საწარმოო განყოფილების ინჟინერს გაეწია დახმარება 1453 ლარის ოდენობით მენჯის ენდოპროტეზირებისათვის, გაყიდვების სამსახურის ოპერატორს დავეხმარეთ 1724 ლარით კისრის მალის თიაქარის საოპერაციოდ, ჟანგბადის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1411 ლარის ოდენობით მკერდის კიბოს სამკურნალოდ, აირმაშველი სამსახურის უფროსს გაეწია დახმარება 882 ლარის ოდენობით გულის დეფიბრილატორის ოპერაციული ჩაყენებისათვის, სამედიცინო სამსახურის ექთანს გაეწია დახმარება 557 ლარის ოდენობით მენისკექტომიის გამო, რკინიგზის საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 300 ლარით დიაბეტის სამკურნალოდ, კაპროლაქტამის წარმოების თანამშრომელს დავეხმარეთ 300 ლარით ანგიოგრაფიის თანადაფინანსებისათვის, ციანმარილების წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 610 ლარის ოდენობით ართროსკოპიული მენისკექტომიის ჩასატარებლად, ელექტრომომარაგების საამქროს ელ-მონტიორს დავეხმარეთ 1863 ლარით მენჯის ენდოპროთეზირებისათვის, ტომრების საამქროს დამლაგებელს გაეწია დახმარება 404 ლარის ოდენობით ერიტემის სამკურნალოდ.

რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე გახარჯულ თანხებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ელექტრომომარაგების საამქროს ცვლის უფროსს მამის სიმსივნის გამო გაეწია დახმარება 609 ლარის ოდენობით, ციანმარილების წარმოების თანამშრომელს დავეხმარეთ 598 ლარით მამის ტვინის ინფარქტის სამკურნალოდ, იგივე წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 329 ლარის ოდენობით მამის მყესის ოპერაციის დასაფინანსებლად, სამშენებლო საამქროს თანამშრომელს მეუღლის გულის ოპერაციისათვის გაეწია დახმარება 2932 ლარის ოდენობით, ხანძარსაწინააღმდეგო საამქროს მეხანძრეს 15 წლის ქალიშვილის ხერხემლის დისფუნქციის საზღვარგარეთ ოპერაციული მკურნალობისთვის  გაეწია დახმარება 2400 ლარის ოდენობით.

ივნისი 20, 2025

საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2025 წლის ივნისის თვის ანგარიში