„Indorama Corporation“-ის ჯგუფის თავმჯდომარის და ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი რუსთავის აზოტში (RAI)

მთავარი / სიახლეები

7 ოქტომბერს რუსთავის აზოტს (RAI) სტუმრობდა „Indorama Corporation"-ის ჯგუფის თავმჯდომარე ბ-ნი შრი პრაკაშ ლოჰია და ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი ამიტ ლოჰია. 
ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ეს იყო მათი პირველი ვიზიტი რუსთავის აზოტში (RAI). ორი დღის განმავლობაში ისინი ეწვივნენ "რუსთავის აზოტის" (RAI) რამდენიმე საამქროს და ადგილზე შეხვდნენ თანამშრომლებს. აღსანიშნავია, რომ მათ შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.
ვიზიტის ბოლო დღეს, მათ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს  პრემიერ-მინისტრ ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილთან.

ოქტომბერი 10, 2023

„Indorama Corporation“-ის ჯგუფის თავმჯდომარის და ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი რუსთავის აზოტში (RAI)