სს „ რუსთავის აზოტის“ დასაქმებულთა წარმომადგენლების გასვლითი შეხვედრა ლოპოტაზე

მთავარი / სიახლეები

27 ივლისს სს“ რუსთავის აზოტის“ თითოეული საამქროს დასაქმებულთა წარმომადგენლობით-საინიციტიავო ჯგუფთან სამდღიანი გასვლითი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია COS-თან, განისაზღვრა უახლოესი წლის სამუშაო გეგმა თანამშრომელთა უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და განხორციელების კუთხით.
ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა კომუნიკაციისა და ხარვეზების იდენტიფიცირების ტრეინინგი. სასწავლო კურსმა გააერთიანა წარმატებული კომუნიკაციის თეორიული და მისი შესრულების პრაქტიკული ელემენტები,  ხარვეზების იდენტიფიცირებისა და მოგვარების გზები. ერთდღიანი სასწავლო პროგრამა შეეხო თანამშრომელთა კეთილდღეობის მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკასა და საქართველოში მათი შესაძლო რეალიზაციის თემასაც.

ივლისი 29, 2022

სს „ რუსთავის აზოტის“ დასაქმებულთა წარმომადგენლების გასვლითი შეხვედრა ლოპოტაზე