ქიმიკოსთა საერთაშორისო კონგრესი „SCIF 2019“

მთავარი / სიახლეები

14-18 მაისს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ ქიმიკოსთა საერთაშორისო კონგრესი „SCIF 2019“ გაიმართა, რომლის ერთ-ერთი სპონსორი სს „რუსთავის აზოტი“ იყო.

კონგრესი მიეძღვნა მინერალური სასუქებისა და პესტიციდების წარმოებისა და მისი ეფექტური რეალიზაციის საკითხებს. სიახლეებსა და ინოვაციებს როგორც ტექნოლოგიურ პროცესში, ისე მანქანა-დანადგარების სფეროში, ასევე კონგრესი მოიცავდა ავტომატიზაციის, მექანიზაციის, შრომის უსაფრთხოების, ეკოლოგიისა და ენერგოეფექტურობის საკითხებსაც.
კონგრესს, რომელიც 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა 26 ქვეყნის 250 დელეგატი ესწრებოდა, აშშ-იდან, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. დელეგაციები შედგებოდა მინერალური სასუქების მწარმოებელი, ასევე ქიმიური მრეწველობის მანქანა-დანადგარების, მოწყობილობებისა და კატალიზატორების მწარმოებელი და ლიცენზიანტი საერთაშორისო კომპანიებისგან. 
აღსანიშნავია, რომ კონგრესი ოფიციალურად 14 მაისს რუსთავში დაიწყო, როცა სტუმრები სს „რუსთავი აზოტს“ ესტუმრნენ და საშუალება მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ „რუსთავის აზოტში“ არსებულ სიტუაციას. ვიზიტის დასასრულს სტუმრები შეხვდნენ ქარხნის ადმინისტრაციას, სადაც საუბარი შეეხო მინერალური სასუქებისა და პესტიციდების სფეროში არსებულ სიახლეებსა და ინოვაციებს.
რუსთავის შემდგომ, კონგრესი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაგრძელდა, სადაც 3 დღის განმავლობაში საერთაშორისო კომპანიები მოხსენებით წარსდგნენ კონგრესის წინაშე. მომხსენებლებმა ერთმანერთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, უახლოეს სიახლეებსა და მიღწევებზე.

მაისი 22, 2019

ქიმიკოსთა საერთაშორისო კონგრესი „SCIF 2019“