საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 10 ოქტომბრის სხდომის ანგარიში

მთავარი / სიახლეები

2018 წლის 10 ოქტომბრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 14 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 11250 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 12137 ლარი.  7 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 7 განცხადება ასახავდა თანამშრომლების  ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით:

ჟანგბადის საამქროს თანამშრომელს კატარაქტის ოპერაციის გამო დავეხმარეთ 240 ლარით, სსხ და ა-ს თანამშრომელს გადატანილი ინსულტის სამკურნალოდ გამოუყავით 300 ლარი, წყალმომარაგების თანამშრომელს  დისკექტომიის ოპერაციის გამო გაუწიეთ დახმარება 700 ლარის ოდენობით, რკინიგზის საამქროს თანამშრომელს აგრეთვე კატარაქტის გამო დავეხმარეთ 240 ლარით. სარემონტო -მექანიკური საამქროს თანამშრომელ ქალბატონს მეორედ გაუწიეთ დახმარება მკერდის ფიბროადენობის სამკურნალოდ 500 ლარის ოდენობით, სახანძრო სამსახურის თანამშრომელს 1100 ლარით დავეხმარეთ კიდურების არტერიების სტენოზის გამო, ეკონომიკის განყოფილების თანამშრომელს განმეორებით მივეცით დახმარება 1000 ლარის ოდენობით მკერდის სიმსივნის სამკურნალოდ.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, 245 ლარით დავეხმარეთ აირმაშველი სამსახურის თანამშრომელს მეუღლის ინსულტის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს ახალგაზრდა მეუღლის დიფუზური ლიმფომის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 2375 ლარის ოდენობით, ელმომარაგების საამქროს 2 თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება მიმდინარე თვეში – ერთს დავეხმარეთ უკვე მეორედ შვილიშვილის თანდაყოლილი პრობლემის გამო ოპერაციის გასაკეთებლად და გამოუყავით 1138 ლარი, ხოლო მეორეს დავეხმარეთ 1000 ლარით აგრეთვე 10 წლის შვილიშვილის გამო, რომელიც აუტისტია და დასჭირდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. აზოტმჟავის საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ 1510 ლარით დახმარება დედის სისხლის კიბოს სამკურნალოდ და მსშს-ს თანამშრომელს გაეწია დახმარება 790 ლარის ოდენობით, რომელსაც უკვე მეორედ დავეხმარეთ ოჯახის წევრის ფილტვის მწვავე ფიბროზის გამო, რაც საშუალებას არ აძლევს ქალბატონს ისუნთქოს დამოუკიდებლად და მუდმივად ესაჭიროება სასუნთქი აპარატი.

უარი ეთქვა სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს ღძლის ადენოიდების ოპერაციის გამო, ვინაიდან ეს შემთხვევა სცილდება ფონდის წესდების მოთხოვნებს.

ოქტომბერი 11, 2018

საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 10 ოქტომბრის სხდომის ანგარიში