შეხვედრა თელაველ ფერმერებთან

მთავარი / სიახლეები
25 მაისს, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ წარმომადგენლებმა და კომპანიის აგრონომ-კონსულტანტმა ნინა მუმლაძემ თელავში მორიგი საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივ ფერმერებთან ერთად განხილული იქნა „რუსთავის აზოტისა“ და „ინდორამას“ ჯგუფის მიერ წარმოებული მინერალური სასუქების ეფექტური, მდგრადი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამოყენების მეთოდები. შესაბამისად, შეხვედრის მიზანს ფერმერებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, სასუქების სწორად გამოყენების მნიშვნელობის განხილვა და თანამედროვე აგრონომიული მიდგომების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ კომპანია „აგროსერვისს“ და მის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისა და ორგანიზაციული მხარდაჭერისთვის.
კომპანიის სტრატეგიის ფარგლებში, საგანმანათლებლო შეხვედრები ეტაპობრივად გაგრძელდება შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში.

მაისი 28, 2026

შეხვედრა თელაველ ფერმერებთან