2025 წლის აგვისტოს თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. 14 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 3 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: სსს საამქროდან შემოვიდა 2 განცხადება, ერთ-ერთ თანამშრომელს ნაწლავის კიბოს დიაგნოზის გამო დავეხმარეთ 1000 ლარის ოდენობით, მეორეს, მშენებელს, გაუწიეთ დახმარება 1147 ლარის ოდენობით კატარაქტის ოპერაციის დაფინანსებისათვის, გვარჯილის საამქროდანაც შემოვიდა 2 განცხადება, ამწის მემანქანეს დავეხმარეთ 775 ლარით მხრის მყესის ტრავმის სამკურნალოდ, ხოლო ოპერატორს გაეწია დახმარება 1025 ლარის ოდენობით საშვილოსნოს ექსტირპაციის გამო, სიცივის საამქროს ელმონტიორს გაეწია დახმარება 307 ლარის ოდენობით პნევმონიის სამკურნალოდ, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მძღოლს დავეხმარეთ 2500 ლარით გულის დეფიბრილატორის ოპერაციული ჩადგმისათვის, ამიაკის წარმოების მემანქანეს დავეხმარეთ 943 ლარით ფსიქოსომატიური პრობლემის სამკურნალოდ, სარემონტო-მექანიკური საამქროს მედაზგეს დავეხმარეთ 1500 ლარით მუხლის მენისკექტომიის ჩასატარებლად, მსშს-ს ზეინკალს დავეხმარეთ 70 ლარით გულის მწვავე უკმარისობის მოსახსნელად, ელექტრომომარაგების საამქროს ელგამომცდელს გაეწია დახმარება 284 ლარის ოდენობით კატარაქტის ოპერაციის ასანაზღაურებლად, ციანმარილების წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 355 ლარის ოდენობით ნევროლოგიური შეტევების – კონვულსიების კუპირების მიზნით, ორთქლმომარაგების საამქროს ოსტატს გულის ინფარქტის და ტვინის იშემიის სამკურნალოდ გაეწია მაქსიმალური დახმარება 3000 ლარის ოდენობით, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს დავეხმარეთ 912 ლარით მენისკექტომიის თანადაფინანსებისათვის, იგივე ლაბორატორიის ცვლის უფროსს გაეწია დახმარება 221 ლარის ოდენობით კისრის კარცინომის სამკურნალოდ.
რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ასევე ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს ქალიშვილის ობსტრუქციული ბრონქიტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 1325 ლარის ოდენობით, სანიტარული ლაბორატორიის ლაბორანტს დავეხმარეთ 890 ლარის ოდენობით ვაჟის ასტიგმატიზმის ექსიმერული ლაზერით სამკურნალოდ, სამედიცინო სამსახურის ექიმს გაეწია დახმარება 1303 ლარის ოდენობით ვაჟის ბად-ქეარის სინდრომის სამკურნალოდ.