საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2026 წლის აპრილის თვის ანგარიში

მთავარი / სიახლეები

2026 წლის აპრილის თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 24 განცხადება. 16 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 8 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: გვარჯილის საამქროდან შემოვიდა 3 განცხადება, ერთ-ერთ ზეინკალს დავეხმარეთ 223 ლარით საყლაპავის წყლულის და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ, მეაპარატეს დავეხმარეთ 200 ლარით ნაოპერაციები მხრიდან ფიქსატორის ოპერაციული ამოღების დასაფინანსებლად, ამწის მემანქანეს გაეწია დახმარება 625 ლარის ოდენობით კიდურების არტერიების ათეროსკლეროზის გამო ჩატარებული შუნტირების დასაფინანსებლად. სიცივის საამქროს მორიგე ელზეინკალს დავეხმარეთ 545 ლარით ფილტვის კიბოს სამკურნალოდ. ავტოსატრანსპორტო საამქროსაც 3 მომართვა ჰქონდა აპრილის თვეში: ერთ-ერთ მძღოლს დავეხმარეთ 425 ლარით კატარაქტის სამკურნალოდ, მეორე მძღოლს გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით, ასევე კატარაქტის დასაფინანსებლად, მესამე თანამშრომელს გაეწია დახმარება თვალის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის 279 ლარის ოდენობით. აზოტმჟავის ელზეინკალს დავეხმარეთ 262 ლარით სახის ნერვის ანთების სამკურნალოდ, მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს შემდუღებელს გაეწია დახმარება 502 ლარის ოდენობით გულის შუნტირების ჩასატარებლად, იგივე საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 492 ლარით თიაქარის ოპერაციის ჩასატარებლად, კაპროლაქტამის საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 1913 ლარით ფილტვის წარმონაქმნის სამკურნალოდ, იგივე საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 580 ლარის ოდენობით ჰისტერექტომიის ჩატსატარებლად, ციანმარილების საამქროს მორიგე ელექტრიკოსს გაეწია დახმარება 502 ლარის ოდენობით მუცლის თიაქარის სამკურნალოდ, ელექტრომომარაგების საამქროს ელმონტიორს გაეწია დახმარება 1512 ლარის ოდენობით პაროქსიზმული ტაქიკარდიის ფონზე განვითარებული გულის აბლაციის თანადაფინანსებისათვის, ტომრების საამქროს მკერავს დავეხმარეთ 1000 ლარით დორსალგიის სამკურნალოდ, იგივე საამქროდან მეაპარატეს გაეწია დახმარება 113 ლარის ოდენობით კანქვეშა სიმსივნის სამკურნალოდ.

რაც ეხება ოჯახის წევრების განცხადებებს, ფონდის რესუირსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ასევე ტომრების საამქროს დამლაგებელს მეუღლის წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის გამო დავეხმარეთ 208 ლარით, აიტის სამსახურის სპეციალისტს მამის ფილტვის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 1505 ლარით, ციანმარილების წარმოებიდან შემოვიდა 3 განცხადება: ერთ-ერთ ცვლის უფროსს დავეხმარეთ 280 ლარით დედის მკერდის კვანძოვანი მასტოპათიის საკვლევად, შემფუთველს გაეწია დახმარება 610 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე თანამშრომელს დავეხმარეთ 500 ლარით მეუღლეს მიასტენია გრავის სამკურნალოდ. ამიაკის წარმოების თანამშრომელს მეუღლის შუა ყურის ანთების გამო ტიმპანოპლასტიკის ჩასატარებლად დავეხმარეთ 301 ლარით, გვარჯილის საამქროს მეაპარატეს ქალიშვილის ხერხემლის სქოლიოზის სამკურნალოდ დავეხმარეთ 3000 ლარით, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს დედის კატარაქტის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის გავუწიეთ დახმარება 390 ლარის ოდენობით.

აპრილი 14, 2026

საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2026 წლის აპრილის თვის ანგარიში