“რუსთავი აზოტი ინდორამამ” მონაწილეობა მიიღო ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე – Agro Food Expo Georgia 2025

მთავარი / სიახლეები
28-29 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე  Agro Food Expo Georgia 2025, “რუსთავის აზოტი ინდორამამ” საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინა. ჩვენს საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებსა და ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ: • დეტალურად გაცნობოდნენ კომპანიის მიერ წარმოებულ მაღალი ხარისხის სასუქებს; • ადგილზე გაევლოთ პროფესიონალური კონსულტაცია ჩვენს აგრონომთან; • მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ ხარისხის მართვის განყოფილების სპეციალისტებისგან. გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  სოფლის მეურნეობისთვის  ისეთი მაღალეფექტური პროდუქტების პრეზენტაციას როგორიცაა:  ამონიუმის სულფატი – ერთ-ერთი საუკეთესო სასუქი ტუტე რეაქციის მქონე ნიადაგებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მოსავლიანობის ზრდას და ნიადაგის Ph-ის ბალანსს; აზოტმჟავა – ეფექტური და შეუცვლელი საშუალება წვეთოვანი სარწყავი სისტემების გამართული მუშაობისა და მცენარეთა კვებისთვის; კორპორაცია ინდორამას შემადგენლობაში შემავალი ქიმიური კომპანიების მიერ წარმოებული მინერალური სასუქების ეფექტურობის ხარისხსა და მათი რეალიზაციის საკითხებს. მადლობას ვუხდით ყველა სტუმარს “რუსთავის აზოტი ინდორამას” საგამოფენო სტენდის მონახულებისა და ჩვენი პროდუქციით დაინტერესებისთვის.

აგვისტო 15, 2025

“რუსთავი აზოტი ინდორამამ” მონაწილეობა მიიღო ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე – Agro Food Expo Georgia 2025