სს „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“.

ფონდის შექმნის ძირითადი მიზანი არის თანამშრომელთა სოციალური პრობლემების მოგვარება. გარდა იმ თანხების, რასაც საწარმო აქამდე სტაბილურად გასცემდა დახმარების სახით ქორწინების, ბავშვის დაბადების, ოჯახის შექმნის ან ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე იყო უამრავი განცხადება მატერიალურ დახმარებაზე. ძირითადად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შექმნილიყო საქველმოქმედო ფონდი, რომელიც „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებს ამ პრობლემებს მეტნაკლებად მოუგვარებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *