2017 წლის 10 ოქტომბერს, სასტუმროში – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”  ქართული ნაწარმის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით, პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი –იყიდე ქართული გაიმართა. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE. “იყიდე ქართული“-ს მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEO) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU). ბიზნეს ფორუმის საერთაშორისო პარტნიორები არიან World-OKTA – Overseas Korean Trade Association თბილისის ფილიალი და EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი. მედია პარტნიორები: ბიზნეს მედია საქართველო (BM) და IMEDI FM. ღონისძიების გენერალური სპონსორი კი სს „რუსთავის აზოტია“.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები ქართული პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის განვითარების თვალსაზრისით. ფორუმში მონაწილეობენ საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრების, ქსელების, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები. ფორუმს ესწრებოდნენ ასევე ქართული სტარტაპები, რომლებმაც საკუთარი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყეს. ფორუმის ფარგლებში გაიმართა პირისპირ შეხვედრები და მხარეებს შორის დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ბიზნესფორუმის ორგანიზატორთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქართულ დამწყებ კომპანიებს გაეზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც მათ დაეხმარება სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე საკუთარი პროდუქცია გაიტანონ. მათივე თქმით, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „იყიდე ქართული“ პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ის ყოველწლიურად გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *