უკვე მესამედ სს "რუსთავის აზოტს", სოფლის მეურნეობის, საკვები და სასმელი პროდუქციის, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის სპეციალური სერთიფიკატი „საუკეთესო სტენდის დიზაინისათვის“ გადაეცა.
2017 წლის 20-22 ნოემბერს ექსპო ჯორჯიის საგამოფენო დარბაზში სოფლის მეურნეობის, საკვები და სასმელი პროდუქციის, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.
20 ნოემბერს გამოფენა ოფიციალურად გახსნეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ და პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა.
უნდა აღინიშნოს, რომ „რუსთავის აზოტი“ ზედიზედ მესამე წელია იღებს მონაწილეობას აღნიშნულ გამოფენაში. გასული წლების მსგავსად, სს „რუსთავის აზოტის“ მიერ წარმოდგენილმა სტენდმა, გამოფენის ორგანიზატორების და გამოფენის მონაწილეთა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. 21 ნოემბერს გამართულ გალა-დაჯილდოებაზე კომპანია „რუსთავი აზოტს“, ზედიზედ მესამედ საზეიმო ვითარებაში გადაეცა სპეციალური სერთიფიკატი “საუკეთესო სტენდის დიზაინისთვის”.
გამოფენა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და 22 ნოემბერს დაიხურა.